რუსეთში სასულიერო პირი მოკლეს

რუსეთში სასულიერო პირი მოკლეს

რუსეთში სასულიერო პირი, მამა პაველ ადელგეიმი მოკლეს, რომელიც რუსული პანკ-ჯგუფის Pussy Riot მხარდაჭერით იყო ცნობილი. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მოკლული 75 წლის მღვდლის ცხედარი ფსკოვში, კონსტანტინესა და ელენას ტაძარში აღმოაჩინეს.

ბოლო წლებში მამა პაველ ადელგეიმი მკვეთრი კრიტიკით გამოირჩეოდა რუსულ ეკლესიაში არსებული მდგომარეობისა და მისი იერარქების მიმართ. ის აგრეთვე მოითხოვდა Pussy Riot-ის დაკავებული წევრების გათავისუფლებას.

ფსკოვის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი. წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირს დანით სასიკვდილო ჭრილობები მოსკოვის 27 წლის მკვიდრმა მიაყენა, რომელმაც შემდეგ ორი ჭრილობა საკუთარ თავსაც მიაყენა.

ეჭვმიტანილი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა