როგორი მატარებლით მგზავრობს რუსეთის პატრიარქი

როგორი მატარებლით მგზავრობს რუსეთის პატრიარქი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქ კირილის სამგზავრო სპეცმატარებლის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს აქვეყნებს. პუბლიკაცია უკრაინულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რუსეთის პატრიარქი საგანგებო ჯავშან-მატარებლით მგზავრობს. საკუთარ ბლოგზე პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი წერს, რომ საპატრიარქომ სპეციალურად გამოაქვეყნა იმ მატარებლის ინტერიერის ამსახველი ფოტოები, რომლითაც პატრიარქი კირილი კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასაწრებად მოსკოვიდან უკრაინასა და ბელორუსში გაემგზავრა.

პატრიარქის მატარებელი 20 ვაგონისგან შედგება, რომლებშიც სასულიერო პირებისთვის სრული კომფორტია შექმნილი. ერთ-ერთ ვაგონში ეკლესიაცაა, ოქროთი მოპირკეთებული საკურთხევლით. მატარებელში არის ასევე პატრიარქის მოსასვენებელი ოთახი, სააბაზანო, სტუმრების მისაღები ოთახი და სამზარეულო, სადაც პატრიარქს პირადი შეფ-მზარეული ემსახურება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია charter97.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა