ანი ტყებუჩავა ამ ზაფხულს გათხოვებას აპირებს

ანი ტყებუჩავა ამ ზაფხულს გათხოვებას აპირებს

დათოსა და ნინას ოჯახი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' ძალიან პოპულარულია. ყოველ შაბათ-კვირას მაყურებელი ეკრანთან გულშემატივრობს სერიალის გმირებს და შეიძლება ითქვას, მათი ცხოვრებით ცხოვრობს. მოგეხსენებათ, ნინას როლის შემრულებელი მსახიობი ანი ტყებუჩავა გახლავთ, რომელიც რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულია და შესაძლოა, ამ ზაფხულს ოჯახიც შექმნას. ანის მისი გმირის ცხოვრებაზე, შეყვარებულზე და სადედამთილოსთან ურთიერთობაზეც კი ვესაუბრეთ.

- როგორი იყო შენთვის მიმდინარე წელიწადი?

- ძალიან დატვირთული და გიჟური. ხანდახან ვამბობდი, თავი რეალურ შოუში მგონია-მეთქი. ფილმ ''ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის'' შემდეგ მუშაობის ტემპი არ შენელებულა. მართალია, გადაღებების დასრულების შემდეგ თვე-ნახევარი დაგვასვენეს, მაგრამ მერე სერიალი გაფართოვდა, დაგვემატნენ გმირები და სამუშაომაც მოიმატა. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ წინსწრებით ვერ ვიღებდით სერიებს, თორემ სხვა მხრივ არაფერი გაფუჭებულა. ჩვენ კიდევ რა გვაქვს სათქმელი, როცა პროდიუსერები სამსახურში ათენ-აღამებდნენ და თავდაუზოგავად მუშაობდნენ. ბოლო სერია რომ გადავიღეთ, წავედით და სეზონის დამთავრება აღვნიშნეთ, სევდიანები ვემშვიდობებოდით ერთმანეთს.

- როგორც ანი ტყებუჩავას, ნინა მოგწონს?

- კი, როგორ შეიძლება, ნინა არ მოგწონდეს?! შეიძლება, რაღაც კორექტივები შეიტანო მის ხასიათში, მაგრამ ერთიანობაში მგონი, კარგი გოგოა. არ მომწონს დათოსთან შერიგების შემდეგ ულტიმატუმებით რომ ლაპარაკობს, თუ აპატია, მაშინ არაა საჭირო, ამას ყოველ წუთას გაუსვას ხაზი.

- რეალურად რამდენად ადვილია ანის შემორიგება?

- თინეიჯერობის ასაკში უფრო რთული იყო, ალბათ, იმ ასაკს რადიკალიზმი ახასიათებს. ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანის მდგომარეობაში შევიდე, გავუგო და გავაანალიზო, რა არის ჩემი ბრალი, რატომ მოხდა ასე და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება მაქვს მეგობრებთანაც და პირად ურთიერთობაშიც. ყველანაირი ურთიერთობა ორმხრივია, მეგობრობაც, ცოლქმრობაც, ამიტომ დათმობაც, სიყვარულიც, ემოციების კონტროლიც ორმხრივი უნდა იყოს. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ნინასა და დათოს შერიგების ამბავი. ჩემთვის არასერიოზული იყო მათი შერიგების ეპიზოდი, ალბათ, სცენარისტს - ქეთი დევდარიანს უნდოდა, ნინა ზედაპირულად მოაზროვნე ქალად გამოეყვანა და ამიტომაც განვითარდა მოვლენები ასე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება