ტოტო კუტუნიო - ”სცენაზე გამოსვლა ბევრად იოლია, ვიდრე კონკურსანტების შეფასება”

ტოტო კუტუნიო - ”სცენაზე გამოსვლა ბევრად იოლია, ვიდრე კონკურსანტების შეფასება”

მომღერალი ნამდვილ იტალიელად რჩება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. კონკურს "ახალ ტალღაზე" ტოტო კუტუნიომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვება გალანტურ მამაკაცსა და ყოფილი სსრკ-ის ყველა ქალის გულთამპყრობელს, ლოყაზე კოცნიდა ახალგაზრდა გოგონებსაც და ხანში შესულ ქალბატონებსაც, ასრულებდა სიმღერებს, რომელთა ჰანგებით გამოწვეული ნოსტალგიით დარბაზი ტიროდა. ყურზე ბრილიანტის საყურე უბრწყინავდა და ისეთი გრაციოზული იყო, რომ არაფრით არ იტყოდით სამოცდაათს გადასცილდაო.

ჟიურიში "გადამდგარი" რაიმონდ პაულსის მაგივრად მიიწვიეს, "ახალი ტალღის" დამაარსებელსა და ჟიურის თავმჯდომარე იგორ კრუტოის უმშვენებდა გვერდს. კუტუნიოს ყოფნამ ჟიურის საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა, მაგრამ რამდენადაც იტალიელი მომღერლის ძველი ჰიტები აღაფრთოვანებდა პუბლიკას, იმდენად აოგნებდა მისი შეფასებები, ამის გამო ორჯერ მაესტროს დარბაზიდან დაუსტვინეს. საბედნიეროდ, ბატონი კუტუნიო სიმშვიდეს ინარჩუნებდა და თავისი საქციელით პრინციპულობას ამჟღავნებდა. ნიშნებს დამსახურების მიხედვით წერდა. თუ მეორე საკონკურსო დღეს ქართველ სალომე ქათამაძეს რვა ქულა დაუწერა, მესამე დღეს უმაღლესი, 11 ქულით დააჯილდოვა. მოკლედ ვიზუალური ფლეგმატურობის მიუხედავად, საერთო პროცესში მნიშვნელოვანი გამოცოცხლება შეიტანა და რაღაც კუთხით რაიმონდ პაულსი კი არ შეცვალა, არამედ ილია ლაგუტენკო, რომელიც "ახალი ტალღის" წინა წლის კონკურსებში სკანდალურად მიიჩნეოდა.

- როგორც ჟიურის წევრს, ობიექტურობა უნდა შეგენარჩუნებინათ, მაგრამ ისინიც კი, რომლებიც მრავალი წელია კონკურსის მონაწილეებს აფასებენ, სწრაფად გამოარჩევენ ფავორიტებს. კონკურსანტებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგეწონათ?

- თავიდანვე მომეწონა კუბელი რობერტო კელ ტორესი, ქართველი გოგონა სალომე ქათამაძე და საერთოდ 16 კონკურსანტი ძალიან მახარებდა არტისტიზმითა და ხმით.

- მაგრამ ყველას სხვადასხვანაირი ქულა დაუწერეთ. მაგალითად, მეორე საკონკურსო დღეს ქართველი სალომე ქათამაძე ძალიან დაბალი ქულით შეაფასეთ. ჟიურის წევრობა გაგიძნელდათ?

- სცენაზე გამოსვლა ბევრად იოლია, ვიდრე კონკურსანტების შეფასება. ამასთან რუსული არ მესმის და საკუთარი აზრის გამოხატვა მარტო მუსიკასა და იმაზე დაყრდნობით შემიძლია, რამდენად ემოციურად მღერის მომღერალი. ამიტომაც ჩემი აზრი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა მსაჯებისგან.

- მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ბევრი სიმღერა დაწერეთ, რომელსაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანი მღერის, თქვენ აღგაფრთოვანებთ სხვა ავტორების სიმღერები ისე, რომ იმღეროთ?

- რა თქმა უნდა, დიდია მათი არჩევანი! სტივ უანდერი, მაიკლ ჯეკსონი, და, რა თქმა უნდა, "ბითლზი", რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან მუსიკის ისტორიის საოცარ ფენომენად. საერთოდ რთულია იყო კომპოზიტორი. სულ შვიდი ნოტი გვაქვს და სიმღერები ხშირად გვახსენებენ ვიღაცის მიერ უკვე ოდესღაც დაწერილს. ეს მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება, მხოლოდ მუსიკალური ტექნოლოგიები გახდება უფრო სრულყოფილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება