მომღერალი ლიზა ბაგრატიონი უკრაინაში გასტროლებზე მიდის

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი უკრაინაში გასტროლებზე მიდის

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი უკრაინაში გასტროლებზე მიდის. ტალინში წარმატებული კონცერტის შემდეგ ლიზა ბაგრატიონსა და ქართველ შემსრულებლებს საზაფხულო ტურნეში უკრაინის პრესტიჟულ დარბაზებში იწვევენ.

როგორც ”ამბები.გე”-ს კონცერტის შემოქმედებითი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა და სცენარისტმა თეონა ჯორბენაძემ აცნობა, ლიზა ბაგრატიონი კონცერტებს სევასტოპოლის, იალტისა და ალუშტას ცნობილ დარბაზებში გამართავს. ქართველი კომპოზიტორების - რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, გიორგი ცაბაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები ყირიმის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდება.

სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველი დადგება. პროგრამაშია უკრაინული სიმღერები, რუსული რომანსები და ლიზა ბაგრატიონისთვის საგანგებოდ შექმნილი რამდენიმე ბრიტანული ბალადა.

ლიზა ბაგრატიონთან ერთად უკრაინელი მსმენელის წინაშე ნატო მეტონიძე, დავით შამანაური (საყვირი), ლევან დეისაძე და "შვიდკაცა" წარსდგებიან. პროექტის მხარდამჭერია კომპანია ”ბადაგონი”.

ტურნეს ფარგლებში პირველი კონცერტი 14 აგვისტოს სევასტოპოლის ლუნაჩარსკის სახელობის აკადემიურ თეატრში გაიმართება, 16 აგვისტოს იალტის ჩეხოვის სახელობის აკადემიურ თეატრში, 17 აგვისტოს კი ქართველ შემსრულებლებს ალუშტაში, პორტო დიმარეს საკონცერტო არენა უმასპინძლებს.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება