ბრეივიკი უნივერსიტეტში არ მიიღეს

ბრეივიკი უნივერსიტეტში არ მიიღეს

ოსლოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ტერორისტ ანდერს ბრეივიკს პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებაზე უარი უთხრა. უნივერსიტეტში გადაწყვიტეს, რომ ბრეივიკი არასაკმარისად მომზადებულია, რადგან საშუალო სკოლა არ დაუმთავრებია და განათლებას ინტერნეტის საშუალებით იღებდა.

ნორვეგიული კანონმდებლობით, პატიმარს უმაღლესი განათლების მიღების უფლება აქვს. აბიტურიენტების მიღება სკოლის გამოცდების შედეგების საფუძველზე ხდება. ბრეივიკის ადვოკატმა განაცხადა, რომ იგი ციხეშივე შეუდგა სკოლის პროგრამის შესწავლასა და გამოცდების ჩაბარებას, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის საჭირო ქულები მოეგროვებინა.

პოლიტოლოგად გახდომის სურვილის შესახებ ბრეივიკმა ივლისის ბოლოს განაცხადა. პოლიტოლოგიის ფაკულტეტის ზოგიერთმა მასწავლებელმა ბრეივიკისთვის განათლების მიცემაზე უარი თქვა, თუმცა მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა პატიმრის განაცხადის განხილვას მაინც დათანხმდა.

მაისში ტერორისტმა პოლიტიკური ასოციაციის ჩამოყალიბება სცადა, მაგრამ ასოციაციის დარეგისტრირებაზე უარი მიიღო. მისი ადვოკატის თქმით, მალე ბრეივიკი ახალ განაცხადს შეიტანს და მასში დაცული იქნება ყველა იურიდიული ნორმა.

ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერაქტი განახორციელა. კუნძულ უტოიაზე მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში ტერორისტმა 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მომზადებულია France Presse-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა