რასელ ბრენდი: "კეტი პერისთან სექსის დროს ვცდილობდი სხვაზე მეფიქრა"

რასელ ბრენდი: "კეტი პერისთან სექსის დროს ვცდილობდი სხვაზე მეფიქრა"

ბრიტანელი კომიკოსი რასელ ბრენდი და მომღერალი კეტი პერი ერთმანეთს დიდი ხანია დაშორდნენ: მეუღლეები ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2012 წელს გაიყარნენ. მაგრამ როგორც ჩანს, ყოფილი ცოლის წარმატება რასელს მოსვენებას არ აძლევს. საკუთარი მორიგი შოუს თემად კომიკოსმა ოჯახური ურთიერთობები აირჩია. ამასთან, კეტისთვის საკმაოდ არასასიამოვნო თემებზე ისაუბრა.

რასელმა აღიარა, რომ ერთ ადამიანთან სექსი მისი საქმე არაა. ბრენდმა მაყურებელს გაანდო "საიდუმლო", თუ როგორ ახერხებდა მეუღლის მოვალეობის შესრულებას. "სექსის დროს აზრი მიტრიალებდა - იფიქრე ვინმე სხვაზე",- თქვა რასელმა.

კომიკოსის გამოსვლა მაშინვე გააკრიტიკეს, მათ შორის მისმა თაყვანისმცემლებმაც. თავად კეტის ყოფილი მეუღლის განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

პერი ამჟამად მომღერალ ჯონ მაიერს ხვდება.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება