სარა ჯესიკა პარკერი: "არ მაქვს იმის დრო, რომ ბავშვების გასეირნების წინ მოდური იმიჯი შევიქმნა"

სარა ჯესიკა პარკერი: "არ მაქვს იმის დრო, რომ ბავშვების გასეირნების წინ მოდური იმიჯი შევიქმნა"

სარა ჯესიკა პარკერი ჟურნალ Harper's Bazaar-ის მთავარი გმირი გახდა. ვარსკვლავმა გამოცემისთვის განკუთვნილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გავლენიან ჟურნალს ვრცელი ინტრვიუც მისცა. ინტერვიუს დროს სარამ ოჯახზე, საყვარელ მეუღლეზე და მოდაზე ისაუბრა.

"დღეში თუნდაც 10 წუთსაც კი არ ვხარჯავ იმისთვის, რომ სასეირნოდ გასვლის წინ მოდური იმიჯი შევიქმნა. ამისთვის უბრალოდ დრო არ მაქვს", - აღნიშნავს ვარსკვლავი.

სარას განცხადებით, მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და შვილებია. მსახიობი დარწმუნებულია, რომ მისი მთავარი როლი, სწორედ დედის როლია. პარკერმა აღიარა, რომ ადრე მისთვის ყველაზე პრიორიტეტული სამსახური და გადაღებები იყო, ისევე როგორც მისი მეუღლის მეთიუ ბროდერიკისთვის.

"როდესაც ახალგაზრდები ვიყავით, ერთადერთი რაც გვინდოდა ის იყო, რომ კარგი მსახიობები გავმხდარიყავით. არ გვიფიქრია პოპულარობასა და ფულზე. სიმართლე გითხრათ, ფულზე  არასდროს გვიოცნებია", - აღნიშნავს ვარსკვლავი.

სარა და მეთიუ უკვე 16 წელია დაოჯახებულები არიან. სარა აცხადებს, რომ მეუღლე დღემდე სიგიჟემდე უყვარს.

"მე მიყვარს მეთიუ. შეგიძლიათ გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ მე ის მართლა მიყვარს. ჩემს გვერდით სხვა მამაკაცი ვერ წარმომიდგენია. ცხოვრება ოჯახსა და ბავშვებს მივუძღვენით და ეს ერთი წუთითაც არ გვინანია. ბედნიერი ვარ, რომ მეთიუა ჩემი შვილების მამა და მას უნდა ვუმადლოდე იმას, რომ ყოველ დღეს ღიმილით ვხვდები", - აცხადებს სარა ჯესიკა პარკერი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Harper's Bazaar-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება