შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებლებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას აუკრძალავენ

შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებლებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას აუკრძალავენ

შვეიცარიის ერთდროულად რამდენიმე ქალაქმა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აკრძალა.

თავშესაფრის მაძიებლებისთვის დაიხურება ბიბლიოთეკები, აუზები, სათამაშო მოედნები. იდეის ავტორები ირწმუნებიან, რომ მისი მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასა და უცხოელებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილებაა.

ამასთან, ჩამოსულებს თავშესაფარს სამხედრო ყაზარმებში სთავაზობენ. პირველი ასეთი ცენტრი ქალაქ ბრემგარტენში გაიხსნა.

ქალაქ მენცინგენის მერის რომან შტრაუბის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტატუსის არმქონე უცხოელებს სკოლებისგან შორს ეჭიროთ თავი. თავშესაფრის მაძიებლებისთვის ეკლესიაში შესვლაც აიკრძალება.

მემარცხენე აქტივისტების აზრით, უცხოელებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სტუმრობის აკრძალვა "რასიზმის გამოვლინებაა".

მომზადებულია BBC News-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა