სტეფანე მღებრიშვილი - "We Don't Wanna Put In ისევ აქტუალური რჩება"

სტეფანე მღებრიშვილი - "We Don't Wanna Put In ისევ აქტუალური რჩება"

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავს ეხმაურება. მომღერალი, რომელსაც 2009 წელს ნინი ბადურაშვილთან, ქრისტინე იმედაძესა და თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად მოსკოვში ევროვიზიაზე საქართველო უნდა წარედგინა სიმღერით We Don't Wanna Put In, ამ სიმღერის შესახებ НТВ-ზე გადაცემა Максимум-ში გასულ სიუჟეტს აქვეყნებს და კომენტარს ურთავს:

"ამ დღესთან დაკავშირებით მეც მინდოდა რამე ვიდეო მეპოვნა, ჰო და წავაწყდი რაცხას... ეს სიმღერა ისევ აქტუალური რჩება, არა და როგორ ვისურვებდი პირიქით იყოს... :) მეც ოპტიმისტი გახლავართ და მჯერა, რომ დადგება ისეთი დღე, როდესაც საქართველოს არაფერი დაემუქრება. ჩამოვედი საქართველოში და ვხვდები რომ ამ ქვეყნის გარდა ვერსად ვერ ვიცხოვრებ :) :* ♥", - წერს სტეფანე.

2009 წელს საქართველოს ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსისთვის ჩამოყალიბდა ჯგუფი სტეფანე და 3G. ჯგუფს მოსკოვში 2009 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო უნდა წარედგინა, თუმცა ჯგუფმა ამ ნომრის რუსეთის დედაქალაქში შესრულება ვერ შეძლო, ვინაიდან "ევროვიზიის" წარმომადგენლებმა ეს სიმღერა, პოლიტიკური გზავნილის გამო, კონკურსიდან მოხსნეს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება