ნატო გელაშვილს უცნაური ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა

ნატო გელაშვილს უცნაური ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა

3 აგვისტოს ბათუმის ერთ-ერთ კლუბში, კომპოზიტორ ნატო გელაშვილის საღამო იყო დაგეგმილი, რომლისთვის მუსიკოსი 3 აგვისტოს დილას ბათუმში მიემგზავრებოდა, მაგრამ გორთან უცნაური რამ შეემთხვა: მანქანას ("ტოიოტა-პრადო") საბურავი შემოერღვა.

ნატო გელაშვილი:

- ტრასაზე 110 კმ/სჩ-ით ვმოძრაობდი, მანქანაში ჩემი ბიძაშვილი და მისი შვილი მესხდნენ. გორთან არ ვიყავი მისული, რომ ვიგრძენი, საბურავს რაღაც სერიოზული პრობლემა შეექმნა. მაგ დროს მანქანას გააჩერებ კი არა, მისი დამორჩილებაც ძნელია, ამიტომ სერიოზული მანძილი იძულებით, დისკზე ვიარე. მოკლედ, საჭესთან სერიოზული ბრძოლა მომიხდა, - საკუთარ თავში მოვიკრიბე ძალა, ენერგია და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის ყველაფერი ცუდი შედეგით არ დასრულებულიყო, მაგრამ მარჯვენა მხარე ბორდიურს მაინც გავკარი. ეს უმნიშვნელო დაზიანებაა იმის ფონზე, რაც მოსალოდნელი იყო. საკმაოდ გამოცდილი მძღოლი ვარ, ყინულზეც მოვცურებულვარ, ყოფილა რაღაც შემთხვევები, მაგრამ მსგავი მე კი არა, მგონი, ჩემ გარშემო არავის გადახდენია.

- საბურავები არ გქონდა წესრიგში?

- როგორ არა, ყოველთვის წესრიგში მაქვს, რადგანაც ხშირად ჩემი შვილები დამყავს ხოლმე და ამიტომ, არა მარტო საბურავები, მთლიანად მანქანა ყოველთვის წესრიგში მაქვს. მით უფრო, რომ საბურავები საერთოდ ახალი იყო.

ამ ავტოსაგზაო შემთხევის შემდეგ, სპეციალისტებმა მითხრეს, რომ ასეთი რამ შეიძლება, მილიონში ერთი მოხდეს. ასე რომ, ჩემი შემთხვევა ალბათ იმ მილონიდან ერთია.

ეს არ იყო არც მძღოლის დაუდევრობა, არც შემხვედრი მანქანის ბრალი... მანქანა რომ გავაჩერე და გადმოვედი, თავს უამრავი ხალხი დამეხვია... მერე გამოვცვალე საბურავი და გზა ბათუმისკენ გავაგრძელე. აბა, რას ვიზამდი? საღამოს კონცერტზე მელოდებოდნენ, მსმენელს ხომ არ გავაწბილებდი? ჰოდა, იმავე საღამოს კონცერტი გავმართე.

- ამბობენ, სწორედ იმ საღამოზე რთული დღის საკომპენსაციოდ, ნატო ზღვზე სკუტერით გასეირნებით დაასაჩუქრესო.

- ჰო, იყო რაღაც პრიზები და ჩემზე თქვეს, როგორი პროფესიონალია, ასეთი რამ შეემთხვა და საღამოს კონცერტი მაინც გამართაო...

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება