ლედი გაგა ხელოვნების მხარდასაჭერად გაშიშვლდა

ლედი გაგა ხელოვნების მხარდასაჭერად გაშიშვლდა

ლედი გაგა ხელოვნების მხარდასაჭერად გაშიშვლდა. მომღერალმა საქველმოქმედო ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც Marina Abramovic Institute-სთვის თანხების შეგროვების ისახავს მიზნად.

ერთი წლის წინ მხატვარმა მარინა აბრამოვიჩმა პერფორმანსის ინსტიტუტის შექმნა გადაწყვიტა. პროექტის განხორციელებისთვის 20 მლნ დოლარია საჭირო. თანხის შეგროვებას მარინა ნებაყოფლობითი შემოწირულობებით აპირებს.

ლედი გაგას ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა. მომღერლის სტილისტი სამსახურიდან წავიდა. გაგასთან მუშაობამ ნიკოლა ფორმიჩეტის მთელი ენერგია გამოაცალა.

"ლედი გაგა დღეში 12-ჯერ იცვლება! ეს სრული სიგიჟეა! ის ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად, მაგრამ ამ პროექტს ახლა ჩემი ყოფილი ასისტენტი, ბრენდონი უხელმძღვანელებს. მე ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას მისი იმიჯის შექმნაში, მაგრამ აღარ შემიძლია ყოველდღე ამის კეთება!", - განაცხადა ნიკოლამ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება