ვინ დატოვა სალომე ქათამაძე იურმალაში უყურადღებოდ და რატომ დაიწუნა ლეონიდ აგუტინმა

ვინ დატოვა სალომე ქათამაძე იურმალაში უყურადღებოდ და რატომ დაიწუნა ლეონიდ აგუტინმა

პროდიუსერი მაია ყიფიანი ''ახალი ტალღის'' კულუარებში საკმაოდ კარგად არის ჩახედული. მას მიჰყავდა წლების განმავლობაში ქართველი კონკურსანტები ნინი შერმადინი, სოფო ხალვაში, დუეტი ''ჯორჯია'' . მაია წელსაც იმყოფებოდა იურმალაში და კულუარულ ამბებსაც მოგვიყვა.

- ერთი მხრივ, იყო ძალიან საინტერესო იმით, რომ ლატვიას მიუღია კანონი ფონოგრამებით სიმღერის აკრძალვის შესახებ. შესაბამისად, თუ შეამჩნიეთ, არ იყო ბევრი ისეთი ვარსკვლავი, რომელიც ადრე ჩანდა. წელს მომეჩვენა, რომ ცოტა ხალხი იყო, გახსნაც უღიმღამო გახლდათ. ''ძინტერის'' დარბაზში რემონტი იყო და პირობებიც არ გახლდათ კარგი. კონკურსანტებს თუ შევაფასებთ, ჩემი აზრით, მონაწილეები არ იყვნენ ძლიერები. პირველ დღეს გამოიკვეთა კუბელი შემსრულებელი, პირველ ტურზე პუბლიკას მართლაც შესთავაზა სიახლე, მაგრამ მგონი, იქვე გაიყინა. გასალანძღი ვოკალისტი ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ შემდეგ ტურებზე მეტი ვერაფერი აჩვენა. სალომესადმი კარგი განწყობა მქონდა და მეგონა, პირველ ადგილს აიღებდა არა მხოლოდ ვოკალიდან გამომდინარე. საოცრად შრომისმოყვარეა, ძალიან თამამი და თავისუფალია, საკუთარ თავში დარწმუნებული, რაც უხდება სცენას. ძალიან ბევრი წინაპირობა იყო, რომ სალომეს პირველი პოზიცია დაეკავებინა, მაგრამ იყო ბევრი დეტალი. მე გეტყვით, იქ რას ლაპარაკობდნენ. პირველი - შეფუთვა იყო ცოტა სუსტი, მაგალითად, არ ვარგოდა ფონოგრამები. ფონოგრამა დარბაზში კარგად უნდა ჟღერდეს.

მომეჩვენა, რომ სალომეს იმიჯი არ იყო მომზადებული. იქ ეცადნენ, რომ რაღაც მოემზადებინათ, თითქოს პირველ და ბოლო დღეს არ იყო ცუდი, მაგრამ მეორე ტურზე მე არ მომეწონა, ეს ალბათ, გემოვნების ამბავია. ნაციონალურ ტურს რაც შეეხება, როცა სალომემ რვიანი მიიღო, რა გითხრათ. ფაქტია, რომ ეს ქულა არ უნდა მიეღო. მას სამივე დღეს შესრულებაში დაუწერეს ქულები. სხვებს სხვა რაღაცების გამო უწერდნენ, მაგალითად, რუს გოგონას, რომელიც ძალიან კარგი ''შეფუთული'' იყო და ამან ''გაქაჩა'' . ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ თუკი სალომემ რაიმეს მიაღწია, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა!..

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება