კამერონ დიასმა მისთვის საქმროს მოძებნა მეგობარს დაავალა

კამერონ დიასმა მისთვის საქმროს მოძებნა მეგობარს დაავალა

კამერონ დიასი იმ ვარსკვლავთა რიცხვშია, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ - ფილმებში გადაღებას, სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობას, საქველმოქმედო საქმიანობას, მოდურ ჩვენებებზე დასწრებას, თავის მოვლას, მაგრამ ერთადერთი, რისთვისაც დრო ვერ გამონახა, მეორე ნახევარია.

დიასმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "პრინცი" ჯერ მის თვალსაწიერში არ გამოჩენილა. ამიტომ გადაწყვიტა მაჭანკალს მიმართოს. ვარსკვლავმა მისთვის საქმროს მოძებნა მეგობარს - ამერიკელ ტელეწამყვან კერი რიპას სთხოვა. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ორი შვილის დედა და წარმატებული ჟურნალისტი, მისთვის შესაფერისი მამაკაცს იპოვის.

რაც შეეხება მოთხოვნებს, კამერონს ისინი ბევრი არ აქვს. მას სურს, რომ მეგობარმა "ცხელი, ათლეტური აღნაგობის ბოიფრენდი" მოუძებნოს. აუცილებელი სულაც არაა, რომ მდიდარი, ან ვარსკვლავური წრის წევრი იყოს.

წყაროს თქმით, დიასი საიმედო მამაკაცს ეძებს, რომელთანაც მთელს ცხოვრებას გაატარებს. "კამერონმა კელის უთხრა, რომ დაიღალა უაზრო და არაფრისმომცემი რომანებით და სერიოზული ურთიერთობა მოენატრა. მისი თქმით, მას გათხოვება და შვილები სურს", - აცხადებს წყარო.

მომზადეულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება