სტეფანე - "ამ სიმღერისთვის შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი... ჩემი ქვეყნის გამო ეს მე მიღირდა"

სტეფანე - "ამ სიმღერისთვის შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი... ჩემი ქვეყნის გამო ეს მე მიღირდა"

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი თავის "ფეისბუქის" გვერდზე აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავს გამოეხმაურა. "სტეფანე და 3G", ჯგუფი, რომელშიც მის გარდა "3 გოგო" - ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე მღეროდნენ, საკმაოდ ცნობილი გახდა სიმღერით We Don't Wanna Put In. ჯგუფს ეს სიმღერა მოსკოვში, ევროვიზიაზე უნდა წარედგინა, მაგრამ პოლიტიკური გზავნილის გამო სიმღერა დაიბლოკა.

სტეფანეს 5 წლის წინანდელი აგვისტოს ომზე და ჯგუფის წარმატებაზე ვესაუბრეთ.

- როცა ომის დაწყების ამბავი გავიგე, თბილისში, ჩემს სახლში, ოჯახთან ერთად ვიყავი. ამის გახსენება ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან ჩემი შვილი მაშინ 2 თვის იყო. ამბობდნენ, რომ ავლაბრის რეზიდენცია უნდა დაებომბათ. ამის გახსენებაც არ მინდა, იმდენად მძიმე იყო, რომ თავი ფილმში მეგონა. საქართველოდან და თბილისიდან გასვლა არც მიფიქრია. ერთი დღით ჩემს სიდედრთან, თავისუფლების მოედანზე წავედით, ვითომ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით. სხვა წასასვლელი არ გვქონდა, თბილისიდან გასვლა კი თავშიც არ მომსვლია. სად უნდა წავსულიყავი?

- იმ წელს ევროვიზიაზე სიმღერის We Don't Wanna Put In წარდგენას აპირებდით. ჯგუფის "სტეფანე და 3G" შექმნას და ამ პოპულარული სიმღერის ჩაწერას როგორ გაიხსენებთ?

- ეს ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ასეთი სიმღერის წარდგენა ამ პროექტზე იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მიგვაჩნდა, იმ წელს საქართველოს წარმომადგენელი მოსკოვში არავითარ შემთხვევაში არ უნდა წასულიყო. ქასთინგი გამოცხადებული იყო და ნერვები გვეშლებოდა იმაზე, რომ ვიღაცას, შეიძლება, ლამაზი სიმღერა წაეღო და სცენაზე ემღერა. ახლა სხვა დროა, მაგრამ ჩემთვის იმჟამინდელი ემოცია განელებული არ არის და ახლაც მეშლება ნერვები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა.

- ე.ი. მზად იყავით, რომ სიმღერას დაბლოკავდნენ?

- თუ არ დაბლოკავდნენ, ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ შეიძლებოდა, რუსეთში ჩასულიყავი და ვიღაცას მოეკალი. იქ რომ დაცულად ვერ ვიქნებოდით, ეს ფაქტია. ვინ დაგვიცავდა, ისეთებს კლავენ, დაცვაში 100 კაცი რომ ჰყავთ. რისკის ფაქტორი ძალიან მაღალი იყო და საქართველოს მოსახლეობის ნახევარი იძახდა, რომ არ უნდა წავსულიყავით. შეიძლება, ევროვიზიამ სიმღერა ამიტომაც დაბლოკა, ამ უაზრობის გამო. იქ ისეთი დიქტატურა, პირადად ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი და მიუღებელი პოლიტიკაა, რომ ვიღაცას შეიძლებოდა, მინიმუმ, ვეცემეთ. ეს მე მაინც მაწყობდა, რადგან რაღაც მომენტში, ჩემი ქვეყნის გამო ეს მიღირდა. დაბლოკვის შემდეგ სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა, მერე ჯგუფი დაიშალა, თორემ დიდი პერსპექტივები გვქონდა. საუკეთესო გადაცემებში გვიწვევდნენ: ტელეკომპანია "BBC", "CNN", "Euronews”.

- იტალიაშიც, ძალიან ცნობილ გადაცემაში, "Chiambretti Night"-ში მიგიწვიეს. დიდი წარმატება და კარგი პიარი გქონდათ, რატომ დაიშალა ჯგუფი?

- ჯგუფი იმიტომ დაიშალა, რომ მე და გოგოებმა ერთმანეთს ვეღარ გავუგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძალიან მიყვარს. ზუსტად დღეს, ქუჩაში, სრულიად შემთხვევით თაკო გაჩეჩილაძე შემხვდა, რომელიც ჩემი უსაყვარლესი მეგობარია. ასევე, ძალიან მიყვარს ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე. მაგრამ იმ პერიოდში ურთიერთობა ძალიან დაგვეძაბა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება