ეშტონ კატჩერი მილა კუნისზე ეჭვიანობს

ეშტონ კატჩერი მილა კუნისზე ეჭვიანობს

ჰოლივუდის მსახიობი ეშტონ კატჩერი მილა კუნისზე ეჭვიანობს. მსახიობი გაცხარებულია იმის გამო, რომ მისი საცოლე კოლეგა ჩენინგ ტატუმს ეარშიყება - მილასა და ჩენინგს ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმში - "იუპიტერის ამოსვლა" იღებენ. გადაღებები ჩიკაგოში მიმდინარეობს.

ჩენინგი არაერთხელ დაუსახელებიათ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად, ეშტონს კი ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ მილა მასთან ამდენ დროს ატარებს. ამასთან, თავად მილა ცეცხლს ნავთს ასხამს: მსახიობი გამუდმებით საუბრობს იმაზე, თუ რა შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს.

კატჩერის ეჭვიანობა გარშემომყოფებში ღიმილს იწვევს, რადგან ყველამ იცის, რომ ტატუმი მეუღლე - ჯენა დევანსა და მათ ახალშობილ ქალიშვილს აღმერთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კუნისი და კატჩერი სექტემბერში სან-ტროპეს ერთ-ერთ სანაპიროზე დაქორწინებას აპირებენ.

მომზადებულია starhit.ru-ს მიხედვთ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება