გიორგი ანწუხელიძის მეუღლის სულისშემძვრელი მოგონება - "რომ ურტყამენ, თავს ზემოთ წევს და მაშინვე მივხვდი, რომ გიორგი იყო"

გიორგი ანწუხელიძის მეუღლის სულისშემძვრელი მოგონება - "რომ ურტყამენ, თავს ზემოთ წევს და მაშინვე მივხვდი, რომ გიორგი იყო"

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დამთავრებიდან სულ მალე ქართულ ინტერნეტსივრცეში, ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალის გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველი, შემზარავი ვიდეომასალა გავრცელდა... ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცი მტერმა წამებით მოკლა. უთანასწორო ომიდან 5 წლის თავზე, საქართველოს პრეზიდენტმა წამების ამსახველი ვიდეო მასალა თავის ფეისბუქ-გვერდზე ატვირთა. ანწუხელიძეების ოჯახთან სტუმრობისას კი განაცხადა, რომ გიორგი ანწუხელიძე გაუტეხელი საქართველოს სიმბოლო იყო... იმავე დღეს გავრცელდა კადრები, თითქოს გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები პრეზიდენტის მიერ ამ ვიდეოს გავრცელებას აპროტესტებდნენ.

"კვირის პალიტრასთან” საუბარში გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე, აცხადებს, რომ მას მსგავსი პრეტენზია არც გამოუთქვამს, "პირიქით, სწორედ იმ კადრებიდან გაიცნო გიორგი ქართულმა საზოგადოებამ და ნახა, თუ რატომ იყო ჩემი ქმარი გმირი...” - აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.

პოლიტიკოსებისგან თითქმის ყველანაირი თემით სპეკულირებას, ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია, მაგრამ ტელევიზიისგან, რომელსაც ობიექტურობის ამბიცია აქვს, ამის მიღება რბილად რომ ვთქვათ, ძნელია... მაკა ჩიქვილაძეს გმირი მეუღლის გახსენებაც ვთხოვეთ...

- გიორგი 2005 წელს გავიცანი. შემდეგ ის ერაყში წავიდა და ერთმანეთს იქიდან დაბრუნების შემდეგ დავუახლოვდით. ერთმანეთის შეგვიყვარდა და მერე გავიპარეთ... ერთად სულ ორი წელი მოგვიწია ერთად ცხოვრება. პირველი შვილი, ვაჟი შეგვეძინა, ლევანი... ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც ომის დაიწყო. გიორგის რატომღაც ეგონა, რომ მეორეც ბიჭი გვეყოლებოდა. 6 აგვისტოს მე და ლევანი, სოფელში გაგვაცილა. იმავე ღამეს დამირეკეს, გიორგის ვერ ვუკავშირდებით, განგაშია გამოცხადებული და სასწრაფოდ ნაწილში გამოცხადდესო... სასწრაფოდ დავურეკე გიორგის, მგონი ომი დაიწყო და გეხვეწები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. მას მერე არც გვილაპარაკია.

- მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა?

- დიახ, ცეცხლი რომ შეწყდა და ყველამ თავის ნაწილში მოიყარა თავი, გიორგის გზა-კვალს ვერ მიაგნეს. ძალიან ვნერვიულობდით. იმედი ბოლო წუთამდე გვქონდა, მაგრამ დაკარგულად გამოცხადდა. შემდეგ, როდესაც კონფლიქტის ზონიდან დაღუპული სამხედროები გადმოასვენეს, დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი გიორგი იყო იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე