ნინო მითაიშვილი მამაკაცის როლის შესრულებაზე ოცნებობს

ნინო მითაიშვილი მამაკაცის როლის შესრულებაზე ოცნებობს

ნინო მითაიშვილი მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია, თუმცა ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან "შუა ქალაქში", რომელშიც ელენეს როლს თამაშობს. იქიდან გამომდინარე, რომ სეზონი ტელევიზიაშიც დასრულდა და თეატრშიც, ახლა ნინო ძირითადად დასვენებაზეა ორიენტირებული, ქმართან ერთად საკუთარ დაბადების დღეზე ბათუმში წასვლა უკვე მოასწრო, მიუხედავად ამისა, მისი სამომავლო გეგმები ისევ ზღვას უკავშირდება. ნინოს ჰყავს მეუღლე და შვილი, რომელსაც მისი სერიალის გმირის სახელი - ელენე ჰქვია.

- "შუა ქალაქის" მორიგი სეზონი დასრულდა და დასვენებაზე დავიწყე ფიქრი. უკვე ვიყავი ბათუმში, 9 ივლისს ჩემი დაბადების დღე იყო, წინა დღეს, ცუდი ამინდის მიუხედავად, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ბათუმში წავსულიყავით. სასწრაფოდ ჩავალაგეთ ბარგი და გავემგზავრეთ. საბედნიეროდ, ჩვენი ჩასვლის შემდეგ გამოიდარა, ამიტომ იმაზე მეტხანს დავრჩით, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა, დაბადების დღეც აღვნიშნე და დავისვენე კიდეც.

თავისუფალი დრო

- ახლა დასვენების პერიოდია და მთელ დროს ოჯახსა და მეგობრებს ვუთმობ. შაბათ-კვირას წყნეთში ავდივარ ხოლმე, დანარჩენ დღეებს ძირითადად სახლში ვატარებ. სამუშაო პერიოდში გასართობად წასვლას ვერ ვახერხებ, ძირითადად მეგობრები მსტუმრობენ ხოლმე სახლში.

- თეატრში დადიხართ? თუ რადგან მსახიობობა თქვენი საქმეა, განტვირთვას ამჯობინებთ და უარს ამბობთ სპექტაკლების ნახვაზე?

- არა, დავდივარ. როცა კი მაქვს შესაძლებლობა, მაშინვე მივდივარ ახალი სპექტაკლის სანახავად. ახლა ვემზადები საერთაშორისო ფესტივალისთვის, რომელიც ალბათ სექტებერში დაიწყება, გარდა ამისა, თეატრალური ფესტივალი "საჩუქარიც" დაგვიბრუნდა. ძალიან საინტერესოა ახალ-ახალი სპექტაკლების ნახვა, მით უმეტეს, რომ უცხოელებს კარგი ნამუშევრები ჩამოაქვთ ხოლმე.

დილის რიტუალი

- ჩემი დილა ძაღლის გასეირნებით იწყება, ან მე ვასეირნებ, ან ჩემი შვილი. ამის შემდეგ ვიწყებ საუზმეზე ზრუნვას, ყავას უზმოზე არასდროს ვსვამ, როცა დრო მაქვს, საუზმის გარეშე სახლიდან არ გავდივარ, როცა მეჩქარება, მაშინაც კი ვცდილობ, რაღაც ვჭამო და ისე გავიდე.

ნამზეური...

- მაქსიმალურად ვცდილობ, სოლარიუმში იშვიათად ვიარო, თუმცა ცივი ზამთრის შემდეგ ამინდები რომ გამოდის, კანის შეფერვის სურვილი მიჩნდება და ძირითადად ამ დროს ვიყენებ გარუჯვის ამ ხერხს, შემდეგ უკვე ბუნებრივი ნამზეურის მიღებაზე გადავდივარ. საერთოდ, მზეზე ადვილად ვიწვები, სოლარიუმით კანის მომზადება კი კარგია იმისთვის, რომ შემდეგ კარგი ნამზეური მიიღო და არ დაიწვა.

გარდერობი

ყოველდღიურ ცხოვრებაში კედს, შარვალს, მაისურს ან პერანგს ვიყენებ. ვცდილობ, ისე ჩავიცვა, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ყველანაირი ფერი მიყვარს, მუქ ტონებს ნაკლებად ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ასეთი სამოსიც მაქვს გარდერობში. ჩემი გმირის – ელენესა და ჩემი ჩაცმულობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ელენეს ძირითადად კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, მე კი რეალურ ცხოვრებაში ძირითადად შარვლებითა და კედებით ვიმოსები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება