საინტერესო ფაქტები უფლისწულების დაბადებისა და აღზრდის შესახებ

საინტერესო ფაქტები უფლისწულების დაბადებისა და აღზრდის შესახებ

ვინ აღარ მიულოცა ბედნიერ მშობლებს, კეიტსა და უილიამს, შვილის დაბადება, რა ეპითეტებით აღარ შეამკეს წყვილი და მათი ჩვილი. იმაზეც ბევრი ილაპარაკეს, რომ კეიტი ძალიან ჰგავდა ახალნამშობიარებ ლედი დის და კაბაც კი მსგავსი ეცვა - ცისფერი, თეთრი კოპლებით. ამჯერად გავიხსენოთ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ზოგიერთი ტრადიცია, რომელთაგან ზოგიერთი აღარ არის აქტუალური.

თანამედროვე პერიოდისთვის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში არ აჩენს - იშვიათობაა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ მონარქიული ოჯახის წარმომადგენლები კლინიკებსა და ჰოსპიტლებში სულაც არ მშობიარობდნენ. მაგალითად, ელისაბედ II ლონდონში ჩვეულებრივ სახლში გაჩნდა: ბრიუტონ-სტრიტზე, 17 ნომერში. თვითონ ელისაბედმა ძველებურ ტრადიციას მისდია და მისი სამივე ვაჟი ბუკინგემის სასახლეში გააჩინა, ერთადერთი ქალიშვილი, პრინცესა ანა, კი კლარენს-ჰაუსში გაჩნდა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ვესტმინსტერულ რეზიდენციაში. ტრადიცია გასული საუკუნის 1980-იან წლებში დაიკარგა, როცა პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ პირველად დღის სინათლე პადინგტონში, წმინდა მარიას კერძო კლინიკაში იხილეს. სწორედ იქ მოევლინა ქვეყანას კეიტისა და უილიამის ვაჟი.

დიდი ხნის განმავლობაში უფლისწულები შინ იღებდნენ განათლებას. ელისაბედ II-ს მამამისი, აღმზრდელები და გუვერნანტები ასწავლიდნენ. ჩარლზი სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელი იყო, რომელმაც სკოლა დაამთავრა. არც კეიტი და უილიამი დაუშლიან შვილს სკოლაში სიარულს, თუნდაც იმიტომ, რომ თავად სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი.

ჯერ კიდევ მშობიარობამდე უილიამმა გამოაცხადა, რომ კეიტის მხარდაჭერას აპირებდა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში. მან სიტყვა შეასრულა. ამგვარად მამის, პრინცი ჩარლზის კვალს გაჰყვა. "მიხარია, რომ ამ მომენტში შევძელი დიანას გვერდით ყოფნა. დღის ბოლოს სრულიად სხვანაირად დავიწყე ბავშვის დაბადების აღქმა და შეგრძნება", - აღიარა ჩარლზმა უილიამის დაბადების შემდეგ. თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. როგორც ჰყვებიან, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი სკვოშს თამაშობდა სასახლეში, როცა მისი ცოლი დედოფალი ელისაბედ II თავის პირმშოს - ჩარლზს აჩენდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა