"ნინი ცნობილაძის "ახალ ტალღაზე" მეორე კონკურსანტად გასვლას ქართული მხარე შეეწინააღმდეგა!"

"ნინი ცნობილაძის "ახალ ტალღაზე" მეორე კონკურსანტად გასვლას ქართული მხარე შეეწინააღმდეგა!"

პროდიუსერ ნატო დუმბაძეს იურმალის კონკურსის შეფასება ვთხოვეთ. ის, შეგახსენებთ, ნინი ცნობილაძის პროდიუსერია. ნინი წელს, სალომე ქათამაძესთან ერთად, ქართულ შესარჩევ ტურში მონაწილეობდა. ნატომ ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო დეტალი გაგვიმხილა.

- ნატო, სალომე ქათამაძის გამოსვლას როგორ შეაფასებდით?

- გამოსვლა ნამდვილად კარგი იყო, არაფერი დაეწუნებოდა, თუმცა ეტყობოდა, რომ მეორე ტური არ იყო მისი, მისი ხასიათის სიმღერა ეს არ ყოფილა. ზოგადად, წელს ძალიან სუსტი ფესტივალი იყო, აქედან გამომდინარე, სალომეზე ძლიერი კონკურსანტი არავინ იყო.

- მახსოვს, ნინი ცნობილაძე მე­ორე კონკურსანტად უნდა გამგზავრებულიყო იურმალაში.

- ამ ფესტივალის მუსიკალურ პროდიუსერ ნასტია მუხინას ვესაუბრე და მან მითხრა, ძალიან გვინდოდა, რომ ნინი წამოსულიყო მეორე კონკურსანტად საქართველოდან, მაგრამ ქართული მხარე იყო წინააღმდეგიო. აღარ ჩავეძიე, რადგან არ მაინტერესებდა ამის მიზეზები.

- ამბობდნენ, რომ ნინი თავ­ად ჟიურიმ დაჩაგრა...

- ასე იყო, დაიჩაგრა, თუმცა ნასტიამ საუბრისას მითხრა, რომ მომავალ წელს ნინის ამ კონკურსზე აუცილებლად ელოდებიან, ვინაიდან ასეთი დახვეწილი გემოვნებისა და ამგვარი ხმის პატრონი იშვიათიაო. მე ვუპასუხე, ჩვენ ვიცოდით, რომ ნინი ასე ძალიან მოგწონდათ და თუკი ბელორუსში ვერავის აარჩევდით, ნინი აუცილებლად წამოვიდოდა მეორე მონაწილედ საქართველოდან-მეთქი, რასაც მოჰყვა სწორედ მისი რეპლიკა, რომ ამის წინააღმდეგ ქართული მხარე წავიდა. აღარც გამირკვევია და უკომენტაროდ დავტოვე ეს რეპლიკა...

- ბრძოლა რატომ არ გააგ­რძელეთ ამ თემაზე?

- ქართული მხარის წინააღმდეგობის ამბავი რომ შევიტყვე იმის ფონზე, რომ ორგანიზატორებს ძალიან უნდოდათ, ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. სალომეც ღირსეული კონკურსანტი იყო, ვგულშემატკივრობდი და ძალიან კარგად გამოვიდა. წელს ნაკლები კონკურსანტი რომ გასულიყო, შეიძლება მეჭიდავა, მაგრამ საბრძოლველად და საჭიდაოდ არ მინდა კონკურსი. იქ უნდა წახვიდე კარგ განწყობაზე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება