ABBA-ს ალბომი 5 000 ევროდ გაიყიდა

ABBA-ს ალბომი 5 000 ევროდ გაიყიდა

შვედური ჯგუფის ABBA-ს სიმღერების რარიტეტული ალბომი აუქციონზე თითქმის 5 000 დოლარად (42 000 კრონი) გაიყიდა.

დისკი, რომელშიც ჯგუფის ყველაზე ცნობილი ჰიტები შედიოდა, 1981 წელს კვარტეტის წევრებმა  ABBA-ს მენეჯერის სტიგ ანდერსონის 50 წლის იუბილისთვის მოამზადეს. იგი სულ 200 ეგზემპლარი გამოუშვეს. ლოტი სავარაუდო თანხაზე ორჯერ მეტად გაიყიდა - ვაჭრობის დაწყებამდე მის გასხვისებას 25 000-ს კრონად (დაახლოებით 2,9 ათასი ევრო) ვარაუდობდნენ.

აუქციონზე კიდევ ერთი რარიტეტი - ჟილეტი წარწერით ABBA 31,5 ათას კრონად (დაახლოებით 3,6 ათასი ევრო) გაიყიდა.

ABBA-ს ალბომი მკერავ ტომას ნორდონის კოლექციაში ინახებოდა, რომელიც ცნობილ შვედურ ჯგუფთან დაკავშირებულ დაახლოებით 25 000 ნივთს ითვლიდა. საკუთარი კოლექციის შეგროვება მან 1974 წელს, 9 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ჯგუფმა "ევროვიზია" მოიგო.

აუქციონის სახლ Stockholms Auktionsverk-ის ვაჭრობაზე ნორდინის მთელი კოლექცია გამოიფინა, სამი ნივთის გამოკლებით, რომელთა შენახვაც მან გადაწყვიტა.

2-დღიანი აუქციონი 12 აგვისტოს დასრულდა. იმ ნივთებს, რომლებიც არ გაიყიდა, აუქციონზე 2013 წლის შემოდგომაზე უფრო დაბალი სასტარტო ფასით გამოიტანენ.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება