Teen Choice Awards 2013-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

Teen Choice Awards 2013-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

11 აგვისტოს ამერიკულმა ტელეკომპანია Fox-მა მუსიკის, კინოსა და ტელევიზიის სფეროში მიღწევებისთვის ცნობილ ადამიანებს ტრადიციული Teen Choice Awards-ის ჯილდოები გადასცა. წელს ლოს-ანჯელესში გამართულ ცერემონიალს ლუსი ჰეილი და დარენ კრისი უძღვებოდნენ. Gibson Amphitheatre-ში ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ ნინა დობრევი, მაილი საირუსი, იან სომერჰალდერი, კერი ვაშინგტონი, ხლოია მორეცი, სელენა გომესი და სხვები.

"საუკეთესო ტელემსახიობი ქალის" ნომინაციაში გამარჯვება ლი მიშელმა მოიპოვა. სერფინგის დაფა წილად ხვდა ასევე მაილი საირუსს, დემი ლოვატოს, რებელ უილსონსა და ჯიმ პარსონსს. ნინა დობრევი და იან სომერჰალდერი, რომლებიც რამდენიმეწლიანი რომანის შემდეგ 2013 წლის მაისში დაშორდნენ ერთმანეთს, "ვამპირის დღიურებში" შესრულებული როლებისთვის დააჯილდოვეს. თინეიჯერების გულებში "ვამპირის დღიურებმა" "ბინდის" საგა დაჩრდილა.

Teen Choice Awards-ის პირველი დაჯილდოების ცერემონია 1999 წელს გაიმართა. გამარჯვებულების გამოვლენა 13-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდთა გამოკითხვის საფუძველზე ხდება.

Teen Choice Awards 2013-ს გამარჯვებულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

"საუკეთესო გუნდი" - One Direction

"საუკეთესო საზაფხულო ტური" - One Direction

"საუკეთესო ჯგუფური სინგლი" - Live While We’re Young, One Direction

"საუკეთესო სიმღერა სიყვარულის შესახებ" - Little Things, One Direction

"საუკეთესო კომიკოსი მსახიობი ქალი" - რებელ უილსონი, Pitch Perfect

"საუკეთესო კომიკოსი მსახიობი მამაკაცი" - სკილარ ასტინი, Pitch Perfect

"ბოროტი პერსონაჟის საუკეთესო შემსრულებელი" - ადამ დეივაინი, Pitch Perfect

"საუკეთესო სიმღერა განშორების შესახებ" - Come And Get It, სელენა გომესი

"პოპ-ვარსკვლავი" - სელენა გომესი

"hot-გოგო" - სელენა გომესი

"საუკეთესო ტელესერიალი" - "პატარა მატყუარები"

"ზაფხულის ტელევარსკვლავი" (ქალი) - ლუსი ჰეილი, "პატარა მატყუარები"

"ზაფხულის ტელევარსკვლავი" (მამაკაცი) - კიგან ალენი, "პატარა მატყუარები"

"საუკეთესო ტელეკომედია" - "გუნდი"

"საუკეთესო ტელემსახიობი ქალი" - ლია მიშელი

"დრამატული ჟანრის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი" - ლორან ლერმანი, პერკი ბიტია Wallflower

"საუკეთესო დრამატული ფილმი" - "კარგია იყო წყნარი"

"საუკეთესო მომღერალი ქალი" - დემი ლოვატო

"საუკეთესო სინგლი" - Heart Attack, დემი ლოვატო

"ფანტასტიკური ტელესერიალის საუკეთესო მსახიობი (მამაკაცი)" - იან სომერჰალდერი, "ვამპირის დღიურები"

"ფანტასტიკური ტელესერიალის საუკეთესო მსახიობი (ქალი)" - ნინა დობრევი, "ვამპირის დღიურები"

"ტელეკომედიის საუკეთესო მსახიობი (მამაკაცი)" - ჯიმ პარსონსი, "დიდი აფეთქების თეორია"

"საუკეთესო როკ-ჯგუფი" - Paramore

"მოდური ტრენდსეტერი" - მაილი საირუსი

"ზაფხულის საუკეთესო სიმღერა" - We Can’t Stop, მაილი საირუსი

"საუკეთესო R&B-შემსრულებელი" - ბრუნო მარსი

"საუკეთესო კინოვარსკვლავი" - სანდრა ბალოკი, "პოლიციელები კაბებში"

"საუკეთესო სამსახიობო ტანდემი" - სანდრა ბალოკი და მელისა მაკარტი, "პოლიციელები კაბებში"

"უმაღლესი პრიზი" - ეშტონ კატჩერი

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება