ირანის ისტორიაში პირველად ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ქალმა დაიკავა

ირანის ისტორიაში პირველად ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ქალმა დაიკავა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა პარლამენტში დებატების შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი წარმომადგენლები დაასახელა - ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალმა, ელჰამ ამინზადემ დაიკავა.

ელჰამ ამინზადეს დანიშვნის ბრძანების ხელმოწერისას ჰასან რუჰანმა განმარტა, რომ იგი აუცილებელ მეცნიერულ ცოდნას, სასამართლო კვალიფიკაციას, საკანონმდებლო გამოცდილებასა და მაღალ მორალურ თვისებებს ფლობს.

დანიშვნამდე ამინზადე ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრი იყო და თეირანის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიდა.

ვიცე-პრეზიდენტი დაგეგმარებისა და სტრატეგიული ზედამხედველობის საკითხებში მუჰამედ ბაგირ ნობაჰტი გახდა.

ისლამური რესპუბლიკის პარლამენტში კონსერვატიული ხაზის მხარდამჭერებმა რუჰანი ახალ მთავრობაში პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსების დანიშვნის გამო გააკრიტიკეს.

მომოზადებულია АР-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა