სუროგატმა დედამ ჯორჯ ლუკასს ქალიშვილი გაუჩინა

სუროგატმა დედამ ჯორჯ ლუკასს ქალიშვილი გაუჩინა

9 აგვისტოს 69 წლის რეჟისორი ჯორჯ ლუკასი და მისი მეუღლე, 44 წლის მელოდი ჰობსონი მშობლები გახდნენ. მათ სუროგატმა დედამ ქალიშვილი, ევერესტ ჰობსონ ლუკასი გაუჩინა.

მეუღლეები გოგონას ბიოლოგიური მშობლები არიან. ამბავი ბოლომდე საიდუმლოდ ინახებოდა. წყვილს სამი აყვანილი შვილი უკვე ჰყავს: 32 წლის ამანდა, 25 წლის კეტი და 20 წლის ჯეტი. ამანდას ლუკასი ყოფილ მეუღლესთან მარსი გრიფინთან ერთად ზრდიდა. ევერესტი კი წყვილის პირველი ბიოლოგიური შვილია, მიუხედავად იმისა, რომ მათ იგი თავად არ გაუჩენიათ.

ჯორჯ და მელოდი ჰობსონი 22 ივნისს დაქორწინდნენ.

მომზადებულია US Magazine-ს მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება