რას აკეთებენ გოგონები ”ვიაგრაში” მოსახვედრად

რას აკეთებენ გოგონები ”ვიაგრაში” მოსახვედრად

შემოდგომაზე უკრაინაში სკანდალური რეალითი შოუს გადაღებები იწყება. კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე სკანდალური ჯგუფისთვის "ახალ სისხლს" ეძებს. შოუში "Хочу в ВИА Гру" ახალგაზრდა ლამაზმანები საუკეთესო სამეულში მოსახვედრად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კონკურსანტ გოგონებს ყველაზე ცნობილი "ვიაგრელები" გაწვრთნიან: ალბინა ჯანაბაევა, ანა სედოკოვა, ნადეჟდა გრანოვსკაია. ხოლო უკრაინელი სექსსიმბოლო ვერა ბრეჟნევა შოუს წაიყვანს.

მუსიკალური რეალითი შოუს კასტინგი დეკემბერში ჩატარდა და მან დიდი რეზონანსი გამოიწვია უკრაინის, რუსეთის და ყაზახეთის მასშტაბით. ათასობით კონკურსანტიდან 24 საუკეთესო შეირჩა, მათ შორის, "მის საქართველო 2011" ჟანეტ ქერდიყოშვილი, რომელიც რეალითი შოუში დანარჩენ 23 გოგოსთან ერთად იბრძოლებს საუკეთესო სამეულში მოსახვედრად.

ცოტა ხნის წინ ტელეშოუ "Хочу в ВИА Гру"-ს პირველი სარეკლამო რგოლი გავრცელდა. როგორც ვიდეოდან ჩანს, ტელემაყურებელს წინ საინტერესო სანახაობა ელის: სექსუალური და თამამი კონკურსანტები, დრამები და ინტრიგები - ყველაფერი ის, რაც რეალურ შოუებს ახასიათებს.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება