38 წლის შარლიზ ტერონი კვლავ მარტოა

38 წლის შარლიზ ტერონი კვლავ მარტოა

7 აგვისტოს ჰოლივუდის მსახიობ შარლიზ ტერონს 38 წელი შეუსრულდა. დაბადების დღის აღსანიშნად მსახიობი ოჯახთან ერთად ჰავაიზე გაფრინდა. ახლახან, პაპარაცებმა ვარსკვლავს აუზთან ფოტოები გადაუღეს. ფოტოებზე ჩანს, რომ მსახიობი უწინდებურად შესანიშნავად გამოიყურება.

შარლიზი ჰავაიზე დედასთან და ნაშვილებ ვაჟ ჯექსონთან ერთად ისვენებს. მზრუნველი დედა წლინახევრის ჯექსონს ერთი წამითაც არ ტოვებს, ეთამაშება და თვალყურს ადევნებს, რომ აუზში არ ჩავარდეს.

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი უწინდებურად მარტოა: სტიუარტ ტაუსენდთან დაშორების შემდეგ უკვე მესამე წელია, მსახიობი არავის ხვდება.

ტაუნსენდს შარლიზი 9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. წყვილის ურთიერთობა ჰოლივუდში ყველაზე სტაბილურად ითვლებოდა.

მსახიობს არაერთხელ უთქვამს, რომ ოჯახის შექმნაზე ოცნებობს, მაგრამ ჯერჯერობით, სამხრეთაფრიკელი ბავშვის აყვანას დასჯერდა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება