თამარ გვერდწითელი - "ყველა სიმღერა სიყვარულის ისტორიაა"

თამარ გვერდწითელი - "ყველა სიმღერა სიყვარულის ისტორიაა"

ბათუმი თამარ გვერდწითელის სახელობის მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს. გუშინ საღამოს, საზაფხულო თეატრში თამარ გვერდწითელის პირველი საღამო გაიმართა. პროგრამის ძირითადი ნაწილი ქართულ სიმღერებს დაეთმო. კონცერტში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელის მოლდოველი, რუსი და ამერიკელი მეგობრები.

გვედწითელის კონცერტი საზაფხულო თეატრის სცენაზე ორ საათს გაგრძელდა. ვარსკვლავმა ცნობილი კომპოზიციები შეასრულა. კონცერტი კი მომღერალმა ანსამბლ "ბათუმთან" ერთად, სიმღერით "საქართველო" გახსნა. თამარ გვერდწითელმა ანსამბლ "ცისფერ ტრიოსთან" ერთად შეასრულა რამდენიმე სიმღერაც.

კონცერტის დასრულების შემდეგ მომღერლის დედამ, ინა გვერდწითელმა აღნიშნა, რომ მაყურებლისგან დიდი სიყვარული იგრძნობოდა. თამარ გვერდწითელმა კი ჟურნალისტებს საკუთარი ემოციების შესახებ ესაუბრა.

"შესანიშნავი შემსრულებლები იყვნენ დღეს ჩემს გვერდით. ფესტივალის დევიზია მუსიკა საზღვრის გარეშე, მაგრამ ყველა სიმღერა მაინც ეს არის სიყვარულის ისტორია, ეს არის ქალის ისტორია. ის ეხება ქალს, მის განცდილს, მის განვლილ გზას. ყველა სიმღერა სიყვარულზეა და, ალბათ, ასეც უნდა იყოს. ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა საღამომ, მოლოდინს გადააჭარბა მაყურებლის სითბომ და თითქოს არც ველოდით ამხელა ემოციებს. პირველივე სიმღერით მივხვდით, რომ საჭიროა ამ მუსიკამ გაიჟღეროს. ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, რომ მართლა ვჭირდებით მსმენელს".

კონცერტების სერია 10-დან 15 აგვისტოს საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით იმართება. ხუთი დღის განმავლობაში ბათუმს ყველა ის შემსრულებელი ეწვევა, ვისთანაც თამარ გვერდწითელს უმღერია. კონცერტებში სუხიშვილების ნაციონალური ანსამბლიც მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლმა რამდენიმე ცეკვა სპეციალურად ფესტივალისთვის დადგა, რომლის პრემიერაც დღეს საღამოს გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ოპერისა და ბალეტის ორკესტრიც, ასევე აჭარის ნაციონალური ორკესტრი. კონცერტების სერია საზეიმოდ 15 აგვისტოს ბათუმის პიაცაზე დაიხურება.

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება