ადელი ჯაშუშურ ტრილერში მონაწილეობს

ადელი ჯაშუშურ ტრილერში მონაწილეობს

ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა მეთიუ ვონის ტრილერ "საიდუმლო სამსახურში" ბოროტმოქმედის როლი მიიღო. არაოფიციალური ინფორმაციით, ადელის გარდა ფილმში დევიდ ბექჰემი, ელტონ ჯონი და სემუელ ლ. ჯექსონი ითამაშებენ.

"საიდუმლო სამსახურის" გადაღებები წელს დაიწყება, ფილმის გამოსვლა 2014 წელს არის დაგეგმილი. სურათი მარკ მილერის კომიქსს ეფუძნება. სურათის რეჟისორმა, მეთიუ ვონმა ფილმები "გაინძერი" და "ადამიანები იქსი: პირველი კლასი" გადაიღო.

ადელს ტელეფილმებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მან სერიალ "უშნო ბეტიში" საკუთარი თავი ითამაშა. მას პრემია "ოსკარიც" აქვს მიღებული, რომელიც ჯეიმს ბონდზე ფილმისთვის - "007. კოორდინატი: სკაიფოლი" დაწერილი სიმღერა Skyfal-ისთვის მოიპოვა.

მომზადებულია Entertainment Wise-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება