მადონას ქალიშვილი შეყვარებულებს ხელთათმანებივით იცვლის

მადონას ქალიშვილი შეყვარებულებს ხელთათმანებივით იცვლის

მადონას ოჯახი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ისვენებს. ახლახან მსახიობი მეგობარ ბიჭთან, ბრაჰიმ ზაიბატთან ერთად კლასიკური მუსიკის ფესტივალს სტუმრობდა. ამ დროს კი  მომღერლის 16 წლის ქალიშვილი ლურდესი მოზარდ მეგობრებთან ერთად ქალაქ ვილფრანშ-სიურ-მერში ერთობა.

პაპარაცებმა ლურდესი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე გადაიღეს, გოგონა მეგობრებთან ერთად კაფეში მიიჩქაროდა. მას თან ქერათმიანი ყმაწვილი ახლდა, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლურდესის ახალი შეყვარებულია, რომელსაც გოგონას ვარსკვლავი დედაც იწონებს.

16 წლის ლურდესი შეყვარებულებს ხელთათმანებივით იცვლის, რაც დედის მაგალითის გათვალისწინებით გასაკვირი არაა. ამასთან, გოგონა საოცრად დამშვენდა.

ლურდესი შრომისმოყვარეობით გამოირჩევა: იგი მხოლოდ არდადეგებზე ისვენებს. დანარჩენ დროს ნიუ-იორკის პრესტიჟულ სკოლა LaGuardia High School of Music and Performing Arts-ში ატარებს, სამსახიობო ოსტატობის კურსებს ესწრება, ტანვარჯიშზე დადის და ცურავს. ამასთან, მადონა ირწმუნება, რომ გოგონას არ ათამამებს. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მომღერალმა განაცხადა, რომ ქალიშვილს აიფონი მხოლოდ 15 წლისას აჩუქა. ხოლო მის 12 წლის ძმა როკოს ძვირფასი ტელეფონი დღემდე არ აქვს.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება