რა ურთიერთობა ჰქონდა ზალიკო ბერგერს ჯაბა იოსელიანთან

რა ურთიერთობა ჰქონდა ზალიკო ბერგერს ჯაბა იოსელიანთან

ზალიკო ბერგერის "ფეისბუქის" გვერდზე იმდენი საინტერესო და ისტორიული ფოტო აღმოვაჩინე, გამიჭირდა კიდეც ერთის ამორჩევა ამ რუბრიკისთვის, ამიტომ დიზაინერს რამდენიმე ფოტოს ისტორიის მოყოლა ვთხოვეთ.

- ზალიკო, შენს "ფეისბუქის" გვე­რდზე მაკა ასათიანთან ერთად გადაღებული ფოტო აღმოვაჩინე, დიდი ხნის წინ უნდა იყოს გადაღებული...

- დაახლოებით 12 წლის წინ. კლუბ "ტროპიკანაშია" გადაღებული, ვაკის პარკთან იყო ეს კლუბი, ახლა აღარ არსებობს. ამ დღეს მაკა ასათიანის ჩვენება იყო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დიდ პავილიონში, მაშინდელი "პირველი არხის" უკან. ჩვენებას მუსიკალურად ცოცხალი ორკესტრი აფორმებდა დათო ოძელაშვილის ხელმძღვანელობით. მაშინ ჩაცმას დიდ ყურადღებას ვაქცევდით და დიდხანს ვემზადებოდით ჩვენებაზე წასასვლელად, დღესასწაული იყო ჩვენთვის. საკუთარი კოლექციიდან ბისერებითა და თვლებით გაფორმებული ჯინსი ამოვარჩიე. პერანგი, რომელიც მაცვია, ბესო რაზმაძემ დაჭრა და გააფორმა სპეციალურად ჩემთვის (იცინის). ჩვენება გრანდიოზული გამოვიდა. საღამოს კლუბ "ტროპიკანაში" გადავინაცვლეთ მაკას მეგობრებმა, ბომონდმა და ჟურნალისტებმა. სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრად იყო ჩამოსული სომეხი მოდელიერი ნანა კაზარი. ძალიან კარგად მახსენდება ეს დღეს თავისი "ტუსოვკით" დილამდე. მაშინ ასეთი ღონისძიებები დღევანდელ მოდის კვირეულებზე უკეთ ტარდებოდა.

- მაშინ უკვე მოდელიერი იყავი?

- კი, ხომ გითხარი, ჩემი კოლექციიდან ამოვარჩიე ჯინსი, გარდა თვლებისა და ბრჭყვიალა ფირფიტებისა, ბეწვით იყო გაფორმებული. დათო გომართელმა ეს ჯინსი რომ ნახა, თავისი "არმანის" ჯინსი მომიტანა, საკონცერტოდ მეც ასე გამიფორმეო (იცინის).

- დღეს რომ მაგ ჯინსით გახვიდე ქალაქში, წარმოგიდგენია რა მოხდება?

- (იცინის) არადა, რა უცნაურია, რამდენი წელი გავიდა, თითქოს უფრო გახსნილი და თავისუფალი გახდა საზოგადოება. მაშინ უფრო უცნაური არ უნდა ყოფილიყო, ნახევრად ჩაბნელებულ ქალაქში?

- მაკასთან დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებს ალბათ...

- ჰო, მაკა ყოველთვის ულამაზესი და გემოვნებიანი იყო. ყველასგან გამოირჩეოდა თბილისში. მისი ჩვენებები ნამდვილი ზეიმი იყო თავისი "ავთერფართებით".

- ერთნაირი ვარცხნილობები რომ გაქვთ ამ ფოტოზე, ეს დამთხვევაა თუ?

- ნამდვილად დამთხვევაა. არც ვიცოდი, მაკას მოკლედ რომ ჰქონდა თმა შეჭრილი. ამ ჩვენებისთვის შევიჭერი მეც. ეს ის დროა, ფირებს რომ ამჟღავნებდნენ ფოტოგრაფები (იცინის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება