ზურა ხაჩიძე: "სცენაზე დაბრუნება ავთო ცქვიტინიძის გარდა, არავის მოულოცავს"

ზურა ხაჩიძე: "სცენაზე დაბრუნება ავთო ცქვიტინიძის გარდა, არავის მოულოცავს"

"ქუჩის ბიჭები" ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ქართულ შოუბიზნესში დაბრუნდნენ და ამის დასტურად ბათუმში, პიაცაზე სოლო კონცერტი გამართეს. თავად კმაყოფილები არიან. როგორც ამბობენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა კი დიდი გეგმები აქვთ, საქართველოს მასშატაბით ტურნეს აპირებენ, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უკვე ზუგდიდან და ბორჯომიდან მიიღეს. "ამბები.გე" ჯგუფის ლიდერს, ზურა ხაჩიძეს დაუკავშირდა.

- ზურა, როგორც თქვენი კონცერტის კადრებში ვნახე, საკმაოდ მასშტაბური სცენა იყო გაკეთებული, რომელსაც სერიოზული თანხები სჭირდებოდა...

- ამ საქმეს ორგანიზება ჩემმა მეგობარმა, თემურ ინწკირველმა გაუკეთა და აჭარის ტელევიზიის პროდიუსერმა - ზვიად სირაბიძემ. საერთოდ, პიაცაზე ყოველთვის ასე გრანდიოზულად და ეფექტურად გამოიყურება ხოლმე ნებისმიერი ღონისძიება. ბათუმში არსებობს ძლიერი აპარატურა, შესაბამისი ტექნიკა, რომლიც იქ გამართულ კონცერტს ამშვენებს. ჩვენი პროექტი აჭარის ტელევიზიამ გადაიღო, რომელსაც მალე ეთერში გაუშვებს.

- მაყურებელიც საკმარისად გყავდათ.

- კი, ბათუმში იმ პერიოდში ვინც კი ისვენებდა, თითქმის ყველა მოვიდა, იყვნენ ჩვენი თაყვანისმცემლებიც, აჭარის მოსახლეობა, აჭარის მთავრობა...

- და საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილიც ...

- როგორც ვიცი, ის იქ სპეციალურად ჩვენი კონცერტისთვის არ მოსულა. მას იქ რაღაც შეხვედრა ჰქონდა. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. როცა მოვიდა, სცენაზე ვიდექი და მაშინ გავიგე მისი ვიზიტის შესახებ. ფაქტია, რომ ჩვენ არ მოგვიწვევია, მაგრამ არც იმას ვაპროტესტებ, რატომ მოვიდა-მეთქი.

- წლების წინ უამრავი თინეიჯერი ფანი გყავდათ, რომლებიც დღეს უკვე დიდები არიან, მაგრამ გაირკვა, რომ დღევანდელ თინეიჯერებშიც გყოლიათ თაყვანისმცემლები...

- კი, იმ დღეს ეს კარგად იგრძნობოდა. მივხვდით, რომ ბევრი თინეიჯერი ჩვენ მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ცეკვავდნენ, მღეროდნენ... ისე, პერიოდულად ჩვენ ხომ რაღაც სიმღერებს ვწერდით ხოლმე, რომლებსაც ისინი ისმენდნენ... სცენაზე ჩვენთან ერთად, ცოცხალი ბენდი "ფორ ფრენდს" მუშაობდა, რომლმაც სერიოზული სამსახური გასწია.

- სცენაზე დაბრუნება კოლეგა მომღერლებმა თუ მოგილოცეს?

- არაკოლეგიალური ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ბევრმა მომღერალმა ამ ჩვენს ნაბიჯს იგნორირება გაუკეთა. ერთადერთი, ცნობილი ადამიანებიდან, ვინც ამ წუთისთვის მახსენდება, დიზაინერი ავთო ცქვიტინიძეა, რომელმაც სცენაზე დაბრუნება მომილოცა და წარმატებები გვისურვა. კონცერტის მეორე დღეს ტელეფონზე უამრავი მესიჯი დამხვდა, ყველას წაკითხვა ვერც მოვახერხე, შეიძლება, რომელიმე ჩვენს კოლეგასაც კი ჰქონდა გამოგზავნილი, მაგრამ რაც სატელეფონო ზარს შეეხება, ასეთი ნამდვილად არ ყოფილა. არადა, თუ ვინმესთან დაკავშირება გინდა, მგონი, ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ დაუკავშირდე, ასეთი მონდომებული, როგორც ჩანს, არავინ ყოფილა. თუმცა ტელევიზიებს, ჟურნალისტებს მადლობა მინდა, გადავუხადო, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და არაერთი სიუჟეტი მოამზადეს.

- შოუბიზნესში კი დაბრუნდით, მაგრამ თუ ამ საქმეს მოგება არ ექნება, რა აზრი აქვს თქვენს კონცერტებს?

- მართალია ქვეყანა დღეს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, არსებობს ეკონომიკური კრიზისიც და ამ პერიოდში ჩვენი კონცერტები ალბათ ბევრს ვერაფერსაც მოიტანს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჩვენ გვიყვარს ეს საქმე და მზად ვართ, მას ვემსახუროთ და მსმენელს სიურპრიზები მოვუწყოთ. ესეც რომ არ იყოს, პაუზის დროს უამრავი ადამიანი გვეკითხებოდა, - სადა ხართ? რას აკეთებთ? სიმღერას აღარ აპირებთო? მოკლედ, დავბრუნდით, მივყვებით ამ საქმეს და ვნახოთ.

- ჯგუფს ირაკლი ნოზაძე დაუბრუნდა, სად წავიდა პაატა ცეცხლაძე, რომელმაც თავის დროზე ირაკლი ნოზაძე შეცვალა?

- პაატას ამ კონცერტში მონაწილეობა არ მიუღია. როდესაც ამ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა და პაატას დავუკავშირდით, ის საქართველოში არ იყო, თუ არ ვცდები, პრაღაშია სასწავლებლად წასული, უმაღლეს მუსიკალურ სკოლა-აკადემიაში. მას დამთავრებული აქვს თბილისი კონსერვატორია საგუნდო-სადირიჟორო განხრით, არის ნიჭიერი ფოლკლორისტი.…ის კი არა, საახალწლო კონცერტების დროსაც დავუკავშირდით, მაგრამ უარი გვითხრა მონაწილეობაზე, რაღაც სხვა საქმით იყო დაკავებული. ნიჭიერი კაცია და წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება ირაკლის, მისმა დაბრუნებამ ყველანი გაგვახარა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება