წყალქვეშა ნავის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

წყალქვეშა ნავის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

18 ინდოელი მეზღვაური დაიღუპა წყალქვეშა ნავის "სინდურაკშაკის" აფეთქების შედეგად. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება რუსეთში წარმოებულ გემზე, რომელიც ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ეკუთვნოდა, წუხელ გვიან ღამით მოხდა. აფეთქების შედეგაც "სინდურაკშაკი" მუმბაის პორტში ჩაიძირა.

ინდოეთის ფლოტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რამდენიმე მეზღვაური სიკვდილს წყალში გადახტომით გადაურჩა, თუმცა სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, წყალქვეშა ნავის ბორტზე საბრძოლო იარაღი იყო.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა