რა­ტომ ის­ვე­ნებ­დნენ ერ­თად თო­ფუ­რია და ცის­კა­რიშ­ვი­ლი

რა­ტომ ის­ვე­ნებ­დნენ ერ­თად თო­ფუ­რია და ცის­კა­რიშ­ვი­ლი

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მომ­ღე­რა­ლი ქე­თა თო­ფუ­რია საფ­რან­გე­თის ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე, სენ­-ტრო­პე­ში ის­ვე­ნებს. ცნო­ბი­ლი­ა, რომ სენ­-ტრო­პე ქე­თას საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია და მას უკ­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ წელს სტუმ­რობს, თან ყო­ველ­თვის მე­გობ­რე­ბი მიჰ­ყავს. ამ­ჯე­რად ის სა­ზაფ­ხუ­ლო არ­და­დე­გებს მე­უღ­ლეს­თან, ლევ გე­იხ­მან­თან და ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ ნუ­ცა ბე­რი­ძეს­თან ერ­თად ატა­რებს. ნუ­ცა დი­ზა­ი­ნე­რი­ა. რამ­დე­ნი­მე თვე­ა, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი საცხ­ოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და და ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა მოს­კო­ვის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში გა­დაწყ­ვი­ტა.

ქე­თა თო­ფუ­რი­ას­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლი" პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან, მა­რი­კა მე­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად. პეტ­რე და მა­რი­კა დი­დი ხა­ნი­ა, ერ­თად არი­ან და სა­ერ­თო შვი­ლი, ცხრა თვის ალი­სა ჰყავთ. მა­რი­კა ნუ­ცას­თან და ქე­თას­თა­ნაც მე­გობ­რობს. პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი პირ­ველ მე­უღ­ლეს დი­დი ხა­ნია გა­შორ­და და მას­თან 11 წლის ვა­ჟი ჰყავს. მე­უღ­ლეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ლევ გე­იხ­მა­ნიც. მას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 17 წლის გო­გო­ნა ჰყავს. სენ­-ტრო­პე­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად ირუ­ჯე­ბა რუ­სი რე­პე­რი ტი­მა­ტიც. საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ კა­ნ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე, ახალ­გაზ­რდუ­ლი კლუ­ბე­ბი­თა და გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბით ცნო­ბი­ლი სენ-ტრო­პე, ვარ­სკვლა­ვე­ბის საყ­ვა­რე­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი­ა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ზა­ზა გი­გა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება