ჯენიფერ ენისტონმა ანჯელინა ჯოლისთან ერთად ფრენაზე უარი თქვა

ჯენიფერ ენისტონმა ანჯელინა ჯოლისთან ერთად ფრენაზე უარი თქვა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯენიფერ ენისტონმა ანჯელინა ჯოლისთან ერთად  ფრენაზე უარი თქვა. ენისტონი 11 აგვისტოს ლონდონში უნდა ჩაფრენილიყო, სადაც ფილმის We're the Millers -ის პრემიერა იმართებოდა. აღმოჩნდა, რომ ანჯელინა ჯოლიც ამავე თვითმფრინავით აპირებდა გამგზავრებას. ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მსახიობების წარმომადგენლები ამის შესახებ  წინასწარ გააფრთხილეს, რის შემდეგაც ენისტონმა გადაწყვიტა ლონდონში სხვა რეისით ჩაფრენილიყო.

შეგახსენებთ, 2000 -2005 წლებში ენისტონი ბრედ პიტის მეუღლე იყო. ჯერ კიდევ განქორწინებამდე ბრედმა რომანი გააბა ანჯელინა ჯოლისთან, რომელიც მისი პარტიორი იყო ფილმში ”მისტერ და მისის სმიტები”. მრავალგზის უარყოფის შემდეგ  წყვილმა 2006 წლის 11 იანვარს დაადასტურა, რომ რომანი ჰქონდათ. ამჟამად ჯოლის და პიტს 3 საკუთარი და 3 ნაშვილები  შვილი ჰყავთ.

ჯენიფერ ენისტონი კი მსახიობ ჯასტინ ტერუზე დაინიშნა.

მომზადებულია paparazzi.ru-ს მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება