”ტატუს” ექს-სოლისტი გათხოვდა

”ტატუს” ექს-სოლისტი გათხოვდა

ლენა კატინა, რომელიც რუსული ჯგუფ t.A.T.u.-ს სოლისტი იყო, ცოტა ხნის წინ გათხოვდა. მომღერლის მეუღლე 37 წლის სლოვენიელი როკ-მუსიკოსი საშა კუზმანოვიჩია.

რამდენიმე დღის წინ კატინამ საკუთარ მიკრობლოგზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის მეუღლესთან ერთადაა აღბეჭდილი. წყვილმა ქორწილი რუსეთსა და სლოვენიაში გადაიხადა.

ახლადდაქორწინებულები ერთმანეთს 11 წელია იცნობენ. მათ ერთმანეთი ლოს-ანჯელესში, ღამის კლუბში გაიცნეს. თუმცა, მათი რომანი სამი წლის წინ დაიწყო, როცა ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ საერთო მეგობრების გარემოცვაში.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება