მიშელ ობამა ალბომს უშვებს

მიშელ ობამა ალბომს უშვებს

აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა ჰიპ-ჰოპ ალბომის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას, რომლისთვისაც შემსრულებლები და მუსიკოსები თავად შეარჩია. ესენი არიან - Blink 182-ის დრამერი ტრევის ბარკერი, რეგის და ჰიპ-ჰოპის მუსიკოსი მატისიაჰუ (მათევ მილერი) და მუსიკალური შოუს "American Idol"-ის გამარჯვებული ჯორდინ სპარკსი.

ალბომის შექმნაში მონაწილეობას "American Idol"-ის მე-10 სეზონის ფინალისტი ეშტონ ჯონსი, ტელევარსკვლავი არიანა გრანდე, მომღერალი აშანტი, გიტარისტი ნილს ლოფგრენი და ჰიპ-ჰოპ ჟგუფ Run-D.M.C-ის დამფუძნებელი დერილ მაკდენიელსი მიიღებენ. ერთად მუსიკოსები 19 პოპულარულ ჰიპ-ჰოპ სიმღერას ჩაწერენ.

ალბომი პირველი ლედის პროგრამის - "მოდით გავინძრეთ!" (Let’s Move!) ფარგლებში გამოვა, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო. პროგრამის მთავარი მიზანი ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნესთან ბრძოლაა.

მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება