კენი უესტი და კიმ კარდაშიანი ქორწილისთვის ემზადებიან

კენი უესტი და კიმ კარდაშიანი ქორწილისთვის ემზადებიან

ბოლო დროს კიმ კარდაშიანი და კენი უესტი პირად ცხოვრებას ასაიდუმლოებენ. ორი თვის წინ რეალითი შოუს ვარსკვლავსა და რეპერს ქალიშვილი ნორტი შეეძინათ და მას შემდეგ წყვილმა, რომელიც საჯაროობას არასდროს გაურბოდა, მხოლოდ ერთი ინტერვიუ მისცა. მოსალოდნელი ქორწილის შესახებ შეყვარებულები, რომლებიც ივნისის ბოლოს დაინიშნენ, ასევე არ საუბრობენ.

წყვილის მეგობარმა ჟურნალ Us Weekly-ს გაანდო, რომ კიმი და კენი ქორწილს გეგმავენ. "ისინი ქორწილზე ბევრს საუბრობენ. კენს მასშტაბური, გრანდიოზული ქორწილი უნდა, კიმს კი ამ აზრთან შეგუება უწევს, რადგან უპირატესობას მოკრძალებულ ცერემონას ანიჭებს",- ამბობს წყვილის მეგობარი.

32 წლის კარდაშიანის ეს სურვილი სრულიად გასაგებია: მისი წინა ქორწილი - კალათბურთელ კრის ჰამფრისონთან გრანდიოზული იყო, მაგრამ წყვილისთვის ოჯახური ბედნიერება არ მოუტანია.

ამჯერად დღესასწაულის ტრანსლირება ტელევიზიით არ მოხდება. ქორწილი, სავარაუდოდ, ამერიკაში არ გაიმართება. შესაძლოა, ცერემონიის ადგილად უესტის პარიზის მამული შეირჩეს.

მომზადებულია Us Weekly-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება