ლინდსი ლოჰანს ოპრა უინფრი მფარველობს

ლინდსი ლოჰანს ოპრა უინფრი მფარველობს

სკანდალური მსახიობი ლინდსი ლოჰანი ცნობილი ტელეწამყვანის, ოპრა უინფრის სახლში იცხოვრებს. ტელეწამყვანი ლოჰანს 90-დღიანი რეაბილიტაციის შემდეგ მფარველობს.

"ლინდსის ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის ცუდი ზეგავლენისგან დაცვა სჭირდება. ოპრამ მას კალიფორნიაში, მონტენსიტოში, საკუთარ სახლში ოთახი შესთავაზა. მსახიობს იქ დარჩენა წლის ბოლომდე შეუძლია!",- ამბობს ტელეწამყვანის ახლო მეგობარი ჟურნალ Now magazine-სთან ინტერვიუში.

რეაბილიტაციიდან მალევე ოპრამ ლინდსი ჰავაიზე საკუთარ ფერმაში გააგზავნა. იქ ლოჰანმა 2 კვირა გაატარა.

ოპრა ამჟამად რეალურ შოუში მონაწილეობს, რომელიც მალე ოპრა უინფრის კუთვნილ ტელეარხზე გავა. შოუში მონაწილეობისთვის ლინდსიმ ტელეწამყვანისგან ჰონორარის სახით 2 მლნ დოლარი მოითხოვა.

მომზადებულია Now magazine-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება