"საოსკარედ" კინოცენტრში ჯერ მხოლოდ ერთმა ქართველმა რეჟისორმა შეიტანა განაცხადი

"საოსკარედ" კინოცენტრში ჯერ მხოლოდ ერთმა ქართველმა რეჟისორმა შეიტანა განაცხადი

ამერიკის კინოაკადემიამ, საქართველოს ეროვნულ კონოცენტრს პრემია "ოსკარის" ნომინაციაზე წარსადგენად კანდიდატი ფილმის დასახელება შესთავაზა. ფილმის ავტორების მიერ განაცხადების შეტანა 20 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. ქართული პროდუქცია, რომელსაც "ოსკარი 2013" ნომინანტად დაასახელებენ, რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: ფილმი ქართულ კინოთეატრებში ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები. პრემიერამდე არ უნდა გამოჩნდეს ტელე და ინტერტენსივრცეში და შემოქმედებითი კოლექტივის უდიდეს ნაწილს, საქართველოს მოქალაქეები უნდა შეადგენდნენ.

დათო ვაშაძე, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ექსპლუატაციისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის უფროსი:

- საქართველოს კინოთეატრებმა უკვე მოგვაწოდეს ფილმების ვრცელი სია, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა რეჟისორმა შემოიტანა განაცხადი, 2 - ფიქრობს, თუმცა 20 აგვისტომდე კიდევ არის ვადა და სხვებსაც ველით. სავარაუდოდ, 6-7 ფილმი დაგროვდება, როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული, რომელთა შორისაც საუკეთესოს აირჩევენ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ისე, მომავალ წელს, ამ დროისთვის მეტი განაცხადი იქნება შემოტანილი, რადგანაც ვიცი, რომ რამდენიმე რეჟისორი უკვე ასრულებს თავის მეორე ფილმზე მუშაობას.

როგორც გაირკვა, ფილმ-ნომინანტს 17 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს. სპეციალიტებს მიაჩნიათ, რომ რამდენიმე ნამუშევარს მართლაც აქვს "ოსკარის" მიღების შანსი.

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება