ეგვიპტეში ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა

ეგვიპტეში ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა

ეგვიპტეში დაღუპულ ჟურნალისტთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, რამდენიმე ათეული კი დაშავებულია. ამის შესახებ ეგვიპტური სააგენტო Ahram Online იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია Sky News-ის ოპერატორი მიკ დინი, ეგვიპტელი ჟურნალისტი, 26 წლის ჰაბიბა აჰმედ ელაზიზი, სააგენტო RNN-ის ფოტოჟურნალისტი მოსაბ ელ-შამი და გაზეთ "ალ-აკბარის" ჟურნალისტი აჰმედ აბდელ გავადი.

ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, ოთხივე ჟურნალისტი ქაიროში მომხდარი შეტაკებების დროს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

The Huffington Post-ის ცნობით, ეგვიპტის პოლიციამ ამერიკული გამოცემა Daily Beast-ის რეპორტიორი მაიკ გილიო დააკავა, რომელსაც სასტიკად სცემეს. დაჭრილთა შორის არის "როიტერის" ფოტოგრაფი ასმა ვაგუ, რომელიც ერთ-ერთი ფრილანსერი ჟურნალისტის ინფორმაციით, ფეხში დაჭრეს, რის შემდეგაც კლინიკაშია მოთავსებული.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, 2012 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალადობრივი შეტაკებების გაშუქებას 121 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, ეგვიპტეში 421 ადამიანია დაღუპული.

მომზადებულია Ahram Online-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა