კუბის ყოფილი ლიდერი, ფიდელ კასტრო, გაკვირვებულია, რომ ამდენი ხანი იცოცხლა. რევოლუციონერ ლიდერს უკვირს, რომ მას შემდეგ, რაც ინსულტი გადაიტანა, კიდევ 7 წელია ცოცხლობს. ამის შესახებ კასტრომ სტატია პარტიულ გაზეთ Granma-ში დაწერა. კუბის რევოლუციის ლიდერის სტატია გაზეთში მისი 87 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
ფიდელ კასტრომ, რომელიც კუბას 1959 წლის რევოლუციის შემდეგ მართავდა, 2006 წელს უფლებამოსილება თავის უმცროს ძმას, რაულ კასტროს გადააბარა. 2008 წელს კი ოფიციალურად გავიდა პენსიაში. ამის შემდეგ მედიაში არაერთხელ დაბეჭდილა კასტროს ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ გარდაცვალების შესახებ ცნობა. თუმცა 2013 წელს კასტრო პუბლიკის წინაშე გამოჩნდა და პრეს-კონფერენციაც ჩაატარა.