ლიზა ბაგრატიონის უკრაინული ტურნეს პირველმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

ლიზა ბაგრატიონის უკრაინული ტურნეს პირველმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

ლიზა ბაგრატიონის უკრაინული ტურნეს პირველმა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. საგასტროლო ტურნეში იმყოფება შემოქმედებითი ჯგუფის წევრი თეონა ჯორბენაძე, რომელსაც "ამბები.გე" დაუკავშირდა.

- იმედია, ქართველი ხელოვანები მსმენელმა დადებითად მიიღო…

- ეს ქართველთა გენის ბრწინვალებაა, თავიდან აღმოვაჩინეთ ეს ქვეყანა! - ასე შეაფასა ლიზა ბაგრატიონისა და ქართველი შემსრულებლების კონცერტი ლუნაჩასრსკის სახელობის თეატრში მისულმა მაყურებელმა.

- საკონცერტო რეპერტუარი არა მარტო ქართველი კომპოზიტორების სიმღერებისგან შედგება...

- სევასტოპოლის ლუნაჩარსკის სახელობის დრამატულ თეატრში რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, გიორგი ცაბაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები ყირიმის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდა.

სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველი იდგა. კონცერტზე ასევე შესრულდა უკრაინული სიმღერები, რუსული რომანსები და ლიზა ბაგრატიონისთვის საგანგებოდ შექმნილი რამდენიმე ბრიტანული ბალადა. ასევე, საკონცერტო ტურნეში ნატო მეტონიძე, დავით შამანაური (საყვირი), ლევან დეისაძე (ბასი) და "შვიდკაცა" მონაწილეობს.

- კონცერტზე მისულმა მაყურებელს ქართული ღვინოც დააგემოვნა…

- დიახ, მაყურებელმა "ბადაგონი" დააგემოვნა და საღამოს დასასრულს ბევრმა მათგანმა კონცერტის მონაწილეებისა და საქართველოს სადღეგრძელოც შესვა.

განსაკუთრებული ოვაციები "თბილისოს" შესრულებას მოჰყვა, მსმენელი საკუთარ ემოციას აღფრთოვანებული შეძახილებითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გამოხატავდა. უკრაინულმა მედიამ პროექტის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა, გუშინდელი საღამო სევასტოპოლის ყველა არხმა გააშუქა.

-კონცერტს რასტრაპოვიჩის მოწაფე და ყირიმის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმეისტერი გეორგი კიახიდისიც (საბერძნეთი) ესწრებოდა, რომელმაც ქართული ხელოვნების მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

- მართალია, ეს კაცი გადაირია ქართული ხელოვნებით. ნიკოლოზ რაჭველი რასტრაპოვიჩს შეადარა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ასეთი მუსიკა მოვისმინეო, როგორ მოუარეთ ქართველებმა თქვენს საგანძურსო....ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დღეს მოვესწარი, ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთს ჯერ არ დავვიწყებივარო, - აი ასეთი თბილი სიტყვებით მოგვეფერა ქართველებს ბერძენი მუსიკოსი.

- კონცერტები კიდევ რომელ ქალაქებში გაიმართება?

- ტურნეს ფარგლებში კონცერტები გაიმართება იალტის ჩეხოვის სახელობის აკადემიურ თეატრსა და ალუშტას საკონცერტო არენა "პორტო დიმარეზე".

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება