რობერტ პატინსონმა მდიდრული აგარაკი კრისტენ სტიუარტის სახლთან ახლოს იყიდა

რობერტ პატინსონმა მდიდრული აგარაკი კრისტენ სტიუარტის სახლთან ახლოს იყიდა

"ბინდის" ვარსკვლავმა, რობერტს პატინსონმა გააცნობიერა, თუ რამ უბიძგა მის ყოფილ საყვარელსა და კოლეგას, კრისტენ სტიურტს ღალატისკენ. მსახიობი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი მისი დაუდევრობა და უყურადღებობაა.

"რობს შესანიშნავად ესმის, თუ რატომ უღალატა კრისტენმა. მას მიაჩნია, რომ ეს უსიყვარულობის გამო არ მომხდარა. კრისტენმა ეს სიახლოვის შიშის გამო ჩაიდინა. თითოეული ადამიანი გამოცდილებას საკუთარი აღზრდის შესაბამისად აგროვებს, - აცხადებს RadarOnline-ის წყარო, - რობისთვის ყველაზე რთული კრისტენის სახით საუკეთესო მეგობრის დაკარგვა აღმოჩნდა. იმედია, მას კვლავ გაუჩნდება ქალების მიმართ ნდობა. თუმცა ახალ ურთიერთობას ახლა სულაც არ ეძებს".

წყაროს ცნობით, ბრიტანელი მსახიობი ძალისხმევას არ იშურებს, რომ ცხოვრება გააგრძელოს და თავი შორს ეჭიროს იმ ქალისგან, რომელმაც გული გაუტეხა. რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს ამას პატინსონი იმ პირობებში, როდესაც მისი ახალი მდიდრული აგარაკი ბევერლი-ჰილზში, კრისტენის სახლის სიახლოვეს მდებარეობს. რობერტი უკვე რამდენიმე კვირაა "ჩემოდნებზე ცხოვრობს".

როგორც მსახიობის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, ახალი სახლი ქალაქის ელიტურ რაიონში მდებარეობს, სადაც რიგითი გამვლელისთვის მოხვედრა ძალიან რთულია. სახლი ფრანგულ სტილშია მორთული და 5 საძინებელს, სპორტ-ბარს, ბიბლიოთეკასა და უზარმაზარ საცურაო აუზს აერთიანებს.

პატინსონი ახალ სახლში ჯერ არ გადასულა, მსახიობს იქ მცირე რემონტის გაკეთება სურს, თუმცა დროდადრო მეგობრებთან ერთად აუზში საბანაოდ მიდის.

შეგახსენებთ, რომ ვამპირების საგა "ბინდის" ვარსკვლავების დაშორების მიზეზი ღალატია - კრისტენმა პარტნიორს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან უღალატა.

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება