ანუ­კი არე­ში­ძეს ახა­ლი "ბი­ჭო­ლა" ჰყავს?

ანუ­კი არე­ში­ძეს ახა­ლი "ბი­ჭო­ლა" ჰყავს?

რამ­დე­ნი­მე თვე­ა, რაც დი­ზა­ი­ნე­რე­ბის - ანუ­კი არე­ში­ძი­სა და ბი­ჭო­ლა თეთ­რა­ძის გზე­ბი გა­ი­ყა­რა. ისი­ნი ახ­ლა ცალ­- ცალ­კე მუ­შა­ო­ბენ. კი­ევ­ში ცო­ტა ხნის წინ ხმა­უ­რი­ა­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­ით გახ­სნილ მა­ღა­ზი­ას უკ­ვე ჩა­მო­შორ­და ბი­ჭო­ლას სა­ხე­ლი, მხო­ლოდ ანუ­კი აწე­რი­ა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­თი დუ­ე­ტის დაშ­ლას მით­ქმა-­მოთ­ქმა მოჰ­ყვა, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის დაწყ­ე­ბი­სას ბი­ჭო­ლა თეთ­რა­ძე აცხ­ა­დებ­და: ანუ­კიმ ორი ვა­რი­ან­ტი შე­მომ­თა­ვა­ზა - სო­ლი­დუ­რი ანაზღ­ა­უ­რე­ბა მქო­ნო­და და არ გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მის­თვის ისე მე­მუ­შა­ვა, ან და­ბა­ლი ჰო­ნო­რა­რი მქო­ნო­და, ანუ­კის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი პარ­ტნი­ო­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ყველ­გან მას­თან ერ­თად წი­ნა პლან­ზე ვიქ­ნე­ბო­დი­ო. პი­ა­რის მოყ­ვა­რულ­მა ბი­ჭო­ლამ, რა თქმა უნ­და, პო­პუ­ლა­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლეს­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის გახ­მა­უ­რე­ბა და ნაკ­ლე­ბი ხელ­ფა­სი ამ­ჯო­ბი­ნა­. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვე­ა, რაც ანუკიმ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან, ანა ჩან­გი­ან­თან და ირაკ­ლი რუ­სა­ძეს­თან ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტზე და­იწყო მუ­შა­ო­ბა. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ანუ­კი არე­ში­ძემ ბი­ჭო­ლა ირაკ­ლი რუ­სა­ძით ჩა­ა­ნაც­ვლა. რად­გან ანუ­კი არე­ში­ძე ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და ტე­ლე­ფონ­ზე არ გვპა­სუ­ხობს, ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლის ხელ­მძღვა­ნელ ანა ჩან­გი­ანს და ირაკლი რუხაძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

ანა ჩანგიანი:

- ანუ­კი არე­ში­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა პრო­ექ­ტი "ჩვენ გა­მოგ­ვი­ვა". ვას­წავ­ლით ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა დარგს - თე­ქა, კონ­სტრუ­ი­რე­ბა და თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბა. რად­გან ანუ­კის ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, კონ­სტრუ­ი­რე­ბა-­მო­დე­ლი­რე­ბა ირაკ­ლი რუ­სა­ძის სა­გა­ნია და რა თქმა უნ­და, ანუ­კის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით ის ას­წავ­ლის.

- ამ­ჯე­რად სა­მი დი­ზა­ი­ნე­რი ხართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი?

- გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არ ვართ. ერ­თობ­ლი­ვად მხო­ლოდ ონ­კო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის ვა­მუ­შა­ვებთ პრო­ექტს. ირაკ­ლი რუ­სა­ძე თა­ვის კო­ლექ­ცი­ას აწარ­მო­ებს, ანუ­კი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ობს სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე და მეც, რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რი და თე­ქის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჩემს კო­ლექ­ცი­ებს ვა­კე­თებ. უბ­რა­ლოდ, პრო­ექ­ტე­ბი არტ თე­რა­პი­ის სახ­ლში ანუ­კის ინი­ცი­ა­ტი­ვით და ჩე­მი ორ­გა­ნი­ზე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რუ­სა­ძე არის ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ისიც მხარ­ში გვიდ­გას და ყვე­ლა პრო­ექტს ყო­ველ­თვის ერ­თობ­ლი­ვად ვა­კე­თებთ. ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ანუ­კი და ირაკ­ლი გა­ერ­თი­ან­დნენ, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ექ­სკლუ­ზი­უ­რად თქვენ მო­გაწ­ვდით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას: არტ თე­რა­პი­ის პრო­ექტ "ჩვენ გა­მოგ­ვი­ვას" ფარ­გლებ­ში ერ­თ-ერ­თი პა­ცი­ენ­ტი ქალ­ბა­ტო­ნი სწავ­ლობს თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბას. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ის ბი­სე­რებ­ზეც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მუ­შა­ობს. ასე რომ, სექ­ტემ­ბრი­დან შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი სა­გა­ნი - ბი­სე­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი და­საქ­მდე­ბა, რო­გორც პე­და­გო­გი და ამ ხე­ლო­ბას სხვებს შე­ას­წავ­ლის. ამ­ჯე­რად ანუ­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა, პრო­ექ­ტი გაგ­რძელ­დე­ბა და მის ფარ­გლებ­ში სექ­ტემ­ბრი­დან ბევ­რი სი­ახ­ლე გვექ­ნე­ბა.

- ირაკ­ლი, ანუ­კი არე­ში­ძის­გან გაქვთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, და­ეხ­მა­როთ პი­რად კო­ლექ­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა­ში?

- არ მინ­და, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი. მე და ანუ­კი მხო­ლოდ ფონ­დში ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ანუ­კი იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლი­ა, თა­ვი­სი სტი­ლი აქვს, რომ და­მა­ტე­ბი­თი დი­ზა­ი­ნე­რის დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი­ევ­ში სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა აქვს დი­ზა­ი­ნერ ბი­ჭო­ლა თეთ­რა­ძე­საც. ის უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რე­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლად მოღ­ვა­წე­ო­ბას გა­ნაგ­რძობს. აწყ­ობს სა­ღა­მო­ებს, სა­დაც თა­ვად­ვე დი­ჯე­ობს და ასე­ვე მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერ ბე­სა­რი­ონ­საც იწ­ვევს ხოლ­მე დი­ჯე­იდ. ბე­სა­რი­ო­ნი და­უკ­რავს ბი­ჭო­ლას ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ "ფარ­თი­ზეც".

ზაზა გიგაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება