რატომ სცემდა ფეხმძიმე ცოლს პრეზიდენტობის კანდიდატი

რატომ სცემდა ფეხმძიმე ცოლს პრეზიდენტობის კანდიდატი

ცოტა ხნის წინ ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ მომღერალი გია სურამელაშვილი პროექტში ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' მიიღებს მონაწილეობას. ზაფხულის ცხელ დღეებს გია კოჯორში თავის აგარაკზე ატარებს, ძირითადად ძილში. საღამოობით ქალაქში ჩამოდის თავის რესტორანში თაყვანისმცემლებთან შესახვედრად და ლამაზ საღამოებს ჩუქნის. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტით ვისარგებლეთ და გიას რესტორანში ვესტუმრეთ. ინტერვიუ ჩაწერილი გვქონდა როცა ცნობილი გახდა, რომ მომღერალს პრეზიდენტობის ამბიცია მოეძალა. ჯერ არავინ იცის, იყრის თუ არა კენჭს, თუმცა ცხადია, რომ სურამელაშვილს ეს ამპლუა ძალიან მოსწონს.

- (იცინის) არა, ნუ, არც ერთ მონაწილეზე არ ვრცელდება ეს ინფორმაცია და ჩემზე როგორ ყველამ ყველაფერი იცის?! შეიძლება, სულ ასე ყურადღების ცენტრში ვიყო?! ჩემი ბამბაც კი ჩხრიალებს.

- როგორ მიიღე გადაწყვეტილება, ვინ შემოგთავაზა?

- ნოე სულაბერიძემ დამირეკა, გადაცემის პროდიუსერმა. პროექტის ახალი წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი მელაპარაკა, ჯერ მარტო ის რად ღირს, შენ რომ ესპანურს იცეკვებ ან ხომ წარმოგიდგენია, ჩოხაში რა იქნებიო, მაბამდა (იცინის), ორი საათი მელაპარაკა.

- არ გინდოდა მონაწილეობა? რა გაბრკოლებდა?

- ის, რომ ზარმაცი ვარ. მეზარება რეპეტიციები, კამერები, ვერ დავიძინებ ჩემს გემოზე, ვერ გავიღვიძებ, როცა მინდა, ვერ ვიქეიფებ, ხინკალს ვერ შევჭამ. იცი, როგორ ვნერვიულობ? ეს ჩემს ცხოვრებაში გადატრიალება იქნება.

- ცეკვასთან მანამდე შეხება გქონია, გარდა იმისა, რომ სცენაზე მაინც გიწევს ხელის გაშლა?

- ბავშვობაში დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, როგორც ყველა ბავშვი. მერე თეატრალურში გავდიოდით ცეკვის გაკვეთილებს თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეებთან, მაგრამ არ დავდიოდი, ვაცდენდი. ახლა თქვენი ჟურნალის საშუალებით ბოდიშს ვუხდი ბატონ თენგიზს. ეს რა და-მემართა, რას წარმოვიდგენდი, 22 წლის მერე თქვენი ცეკვები თუ დამჭირდებოდა.

- რატომ აცდენდი?

- სიზარმაცის ბრალი იყო ესეც. მაშინ კვირაში ერთხელ მაინც რომ მევლო რეპეტიციებზე, ახლა მეტი იმედი მექნებოდა. ვერ წარმოიდგენ, როგორი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ კონკურსს. ღამე არ მძინავს, ისე ვნერვიულობ. ახლა ორი ჭიქა შამპანური მაქვს დალეული და იმიტომ ვიცინი, თორემ რომ წარმოვიდგენ, რა მელის წინ, თავის მოკვლა მინდა. აგონია მაქვს. მკვდარი ვარ, რომ მახსენდება, ოქტომბერში უნდა ვიცეკვო.

- კონტრაქტი უკვე გააფორმე?

- კი. დიდხანს ვიფიქრე მანამდე, ნოეს ვეუბნებოდი, მაგის ნერვები არ მაქვს-მეთქი. ყველაფერს შენს თარგზე ავაწყობთ, როცა გინდა, მაშინ დავნიშნავთ რეპეტიციებსო. ერთი კვირის წინ დამიბარა ''იმედში'' , მივედი, ვისაუბრეთ, ნანკაც იქ დამხვდა, ორი საათია გელოდები, შეგნებულად არ წავედიო. მოკლედ ნანკა, ნოე, რუსა მორჩილაძე ყველა მხრიდან მაბამდნენ. საღამოს გეტყვი პასუხს-მეთქი, ვუთხარი, დავემშვიდობე ყველას, ნოე გადავკოცნე, წავედი მამიკო-მეთქი, ვუთხარი. მოტრიალდა და იყვირა, ხალხო, დაგვთანხმდაო. ყველა წამოხტა, ტაშს უკრავდა. დებილივით ვუყურებდი, რა უნდა მექნა, ყვირილს ხომ არ ავტეხდი. ''იმენნა'' გამიჩალიჩა ნოემ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება