ჯულია რობერტსმა თავისი კრიტიკით და ოპერაციამდე მიიყვანა

ჯულია რობერტსმა თავისი კრიტიკით და ოპერაციამდე მიიყვანა

ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ჯულია რობერტსის ნახევრადამ ნენსი მოტსმა ვარსკვლავ დასთან რთული ურთიერთობის შესახებ პრესას გულახდილი ინტერვიუ მისცა.

37 წლის ქალმა, რომელიც პოპულარული ტელესერიალ "კლუბის" პროდუსერის ასისტენტია, აღიარა, რომ რობერტსის მხრიდან მისი მისამართით ზედმეტ წონასთან დაკავშირებით მრავალწლიანი დაცინვით დაიღალა და კუჭის დაპატარავების ოპერაცია სწორედ ამიტომ გაიკეთა.

"როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, მან ჰოლივუდში კარიერა დაიწყო. იგი მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი. ჯულია მიმართვის ხერხს არასდროს არჩევდა, რაც ყოველთვის მწყინდა",- ამბობს ნენსი.

მოტსის თქმით, იმის გამო, რომ მისი ძმა ერიკი, ჯულია და კიდევ ერთი და, ლიზა ასევე წარმატებული მსახიობები იყვნენ, დაკომპლექსდა.

"სკოლის დამთავრების შემდეგ ლოს-ანჯელესში გავემგზავრე და იქ ბედის მოსინჯვა ვცადე. მაგრამ ჯულიამ მხარი არ დამიჭირა. მან თქვა, რომ ჩემში მსახიობს ვერ ხედავს და რომ ეს ჩემი ზედმეტი წონითაა განპირობებული. მისი გამუდმებული კრიტიკის გამო დეპრესიაში ჩავვარდი და სახლში დავბრუნდი, მაშინ ჩემმა წონამ მაქსიმალურ ნიშნულს, 136 კილოგრამს მიაღწია”,- აღიარა ნენსიმ.

დებს შორის კონფლიქტი 2010 წლამდე გრძელდებოდა, მაშინ მოტსმა ქირურგის დანის ქვეშ დაწოლა და კუჭის დაპატარავება გადაწყვიტა.

ოპერაციის შემდეგ ნენსიმ 70 კილოგრამის დაკლება მოახერხა. 2014 წლის ზაფხულში მოტსი საქმრო ჯონ დილბეკზე გათხოვებას აპირებს. წყვილი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.

"ახლა ურთიერთობის გამოსწორებას ვცდილობთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფრის გამოსწორებას ერთ საათში ვერ შევძლებთ მხოლოდ იმიტომ, რომ გავხდი", - განაცხადა ნენსიმ.

მოტს იმედი აქვს, რომ მიუხედავად წარსულისა, დასთან ურთიერთობის მოგვარებას შეძლებს. ნენსიმ ასევე უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ ჯულია რობერტსი მის ქორწილს არ დაესწრება, რადგან საქმრო არ მოსწონს.

"ჩვენს ოჯახში ერთმანეთი ყველას ძალიან გვიყვარს. მე მიყვარს ჯულია და ეჭვი არ მეპარება, რომ ისიც ამავეს გრძნობს",- განაცხადა ნენსიმ.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება