ნინო გაჩეჩილაძე: "სერიალი რეალობას ასახავს - სიგარეტს ჩვენთან არ ეწევიან? თუ ჰომოსექსუალი მეგობრები არ გვყავს?"

ნინო გაჩეჩილაძე: "სერიალი რეალობას ასახავს - სიგარეტს ჩვენთან არ ეწევიან? თუ ჰომოსექსუალი მეგობრები არ გვყავს?"

ამჟამად თბილისში ქართულ-აზერბაიჯანული სერიალის, "ალი და თეოს" გადაღებები მიმდინარეობს. პროექტში პოპულარული მსახიობი, ნინო გაჩეჩილაძე მონაწილეობს. როგორც ნინომ გვითხრა, მას"ალი და თეოს" გარდა, წმინდა ნინოს შესახებ მხატვრულ ფილმშიც იღებენ. ნინოს ამ პროექტებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ და ასევე, დავინტერესდით, როგორ აფასებს იმ აჟიოტაჟს, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებზეა" ატეხილი - თითქოს სერიალში სიგარეტისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა...

ნინო გაჩეჩილაძე:

- მიწვეული ვარ სერიალში "ალი და თეო". ეს ქართულ-აზერბაიჯანული პროექტია, მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მსახიობები, ყველა მათგანის სახელის ჩამოთვლა გამიჭირდება. თამაშობს ზუზუ ბეჟაშვილიც, რომელსაც რეჟისორთან რეკომენდაცია მე გავუწიე და ძალიან გამიხარდა, რომ აიყვანეს, რადგან ძალიან კარგი მსახიობია და თანაც, რუსულენოვან ფილმებში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია. რა თქმა უნდა, შინაარსს წინასწარ ვერ გაგიმხელთ, რადგან ეს გარკვეულწილად საიდუმლოა. მაყურებელს სერიალის ნახვის საშუალება ნოემბრიდან ექნება. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, რადგან ჟანრობრივად ეს დეტექტიური მელოდრამაა. მე ვთამაშობ მთავარი პერსონაჟის, ალი ნურბეკოვის ყოფილ მეუღლეს, პოლონელ ბეატას, რომელსაც ყოფილი ქმრისგან ჰყავს ექვსი წლის შვილი, მარიკი, მაგრამ მისი მეორე ქმარი ყოფილი თანაკურსელი, საშა ბორტნიკია. სერიალი სულ 16 სერიისგან შედგება, რუსულენოვანია, მაგრამ სავარაუდოდ, ქართულად გაახმოვანებენ. ჯერ არ ვიცი, კონკრეტულად რომელი ტელევიზია იყიდის. ლაპარაკი ორ ტელეარხზეა - "რუსთავი 2"-ზე და იმედზე მიდის. სხვა ის შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ვიცი, თავად სცენარისტს აქვს სურვილი, რომ სერიალი გაგრძელდეს და იანვრიდან მეორე სეზონი გადაიღოს. თუმცა, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ყურებადი იქნება.

- ვიცით, რომ ძალიან ბევრ კითხვას გისვამენ "ჩემი ცოლის დაქალების" შესახებ. ამჯერად, მხოლოდ ერთ კითხვას, ახალ და ამ დროისთვის აქტუალურ თემაზე დაგისვამთ. ხალხში დიდი მითქმა-მოთქმაა, თითქოს სერიალში სიგარეტის, ჰომოსექსუალიზმის და გარყვნილების პროპაგანდაა...

- პროპაგანდა რა შუაშია? კარგით რა, მე ამ სერიალში ვერაფრის პროპაგანდას ვერ ვხედავ. თუ ვიღაცას ძალიან უნდა, რომ პროპაგანდა დაინახოს, მაშინ ყველაფერში დაინახავს ამას. მე მგონია, რომ სერიალი რეალობას ასახავს. სიგარეტს ჩვენ გარშემო არ ეწევიან? თუ ჰომოსექსუალი მეგობრები არ გვყავს? ძალიან ჩვეულებრივი მოვლენებია ასახული, ისეთივე, როგორც ცხოვრებაში. სიმართლის დანახვა ადამიანში ასეთ აჟიოტაჟს რატომ იწვევს, არ მესმის, უბრალოდ, ხალხს სარკეში ჩახედვის ეშინია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება