შაკირამ მშობიარობის შემდეგ სხეული პირველად გამოაჩინა

შაკირამ მშობიარობის შემდეგ სხეული პირველად გამოაჩინა

მომღერალამა შაკირამ სპორტულ ჟურნალ Self-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მშობიარობის შემდეგ სხეული საჯაროდ პირველად გამოაჩინა. მომღერალმა, რომელმაც იანვარში ფეხბურთელ ჟერარ პიკესგან ვაჟი გააჩინა, აღიარა, რომ აღნაგობა მალევე ვერ დაიბრუნა. "მშობიარობის შემდეგ შარპეივით გამოიყურები!",-ამბობს იგი.

შაკირამ განაცხადა, რომ ორსულობის დროს ცდილობდა, ზედმეტი კილოგრამები არ აეკრიფა და კვირაში 4-5ჯერ დილაობით ვარჯიშობდა. იგი საცეკვაო ფიტნეს-პროგრამა ზუმბას მისდევდა და სპორტის ამ სახეობის ავტორ ბეტო პერესთან ერთად ვარჯიშობდა. შედეგად გოგონამ მიზანს მიაღწია და შოუ "ხმის" ახალ სეზონში საზოგადოების წინაშე ჟიურის წევრის რანგში წარსდგა.

შაკირას თქმით, ვარჯიშების საიდუმლო - შეუპოვრობა და სწორი კვებაა. "ორი წუთი პრესისთვის არასაკმარისია",- ირწმუნება იგი. შაკირა საკვებს პატარა ულუფებით ჭამდა - 200-250 კალორიას  - ცელულოზას, ცილებს, კალციუმს, რკინასა და თევზის ქონს.

იხილეთ ფოტოსესია

მომზადებულია Self-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება