ემბერ ჰარდს არაფრის რცხვენია

ემბერ ჰარდს არაფრის რცხვენია

მსახიობმა ემბერ ჰარდამა ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. გამოცემასთან მსახიობმა განაცხადა, რომ ცხოვრებაში არაფერს ნანობს. 2010 წელს მან ბისექსუალობა საჯაროდ აღიარა.

"არ მინდა ყველაფერი ისე გამოიყურებოდეს, თითქოს ვიმალები, ჩემი საქციელის არ მრცხვენოდა ადრე და არც ახლა მრცხვენია ",- ამბობს 27 წლის ემბერი.

ემბერ ჰარდი ამჟამად მსახიობ ჯონი დეპს ხვდება. იგი დეპისა და ვანესა პარადის ურთიერთობის დანგრევაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ. "არ ვაპირებ მოვერგო სხვების სტანდარტებს. ამაზე ფიქრიც კი მაშინებს",- დასძენს ჰარდი.

მსახიობი ძლიერი ქალია და მისი გმირებიც ასეთივენი არიან: "ვცდილობ ვითამაშო ისეთი პერსონაჟები, რომლებიც ძლიერები არიან. ადამიანებს სურთ საქორწინო კაბაში ჩამტენონ და ვნების ობიექტად მაქციონ, მაგრამ მირჩევნია იარაღიდან ვისროლო და მსოფლიო გადავარჩინო. ყოველთვის ვებრძოდი იმას, რასაც ჩემგან ჩვეულებრივ ელოდნენ",-ამბობს ემბერი.

მალე ჰარდის მონაწილეობით ფილმი "პარანოია" გამოვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Elle-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება