რატომ არ ქორწინდებიან ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ

რატომ არ ქორწინდებიან ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ

როგორც დასავლური ტაბლოიდები წერდნენ, ჰოლივუდის ვარსკვლავებს - ჯენიფერ ენისტონსა და ჯასტინ ტერუს 2013 წლის ზაფხულში უნდა ექორწინათ. თუმცა წყვილი ჯერ ისევ არ დაქორწინებულა.

მას შემდეგ, რაც ბრედ პიტმა ენისტონი ანჯელინა ჯოლიზე გაცვალა, ყველა ელოდა, როდის გაუღიმებდა ბედი კომედიების დედოფალს. მაგრამ არცერთი კავალერი, რომლებსაც ის ირჩევდა, ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობდა. როდესაც ჰორიზონტზე მომხიბლველი ტერუ გამოჩნდა - წარმატებული სცენარისტი და მსახიობი, მრავალი ცნობილი ადამიანის მეგობარი და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ორი დიპლომის მფლობელი, ყველამ იფიქრა, რომ ჯენიფერს ამჯერად მაინც გაუმართლა. თუმცა წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობს. მსახიობები გამუდმებით სამომავლოდ დებენ ქორწილის თარიღს, რაც ახალ ჭორებს წარმოშობს. ამის გამო ჯენიფერს ოფიციალური კომენტარის გაკეთებაც მოუხდა.

კინოვარსკვლავმა განაცხადა, რომ საქმროსთან ურთიერთობაში პრობლემები არ აქვს, უბრალოდ ორივე ძალიან დაკავებულია და არსად ეჩქარებათ. თუმცა ჯასტინისა და ჯენიფერის დაშორების შესახებ ხმები სულ უსაფუძვლოდაც არ გავრცელებულა. როგორც ამბობენ, ჯენიფერი კლასიკური კალიფორნიელი ქალბატონია, რომელიც თავიდანვე შეუფერებელი ჩანდა ბოჰემურ ცხოვრებას მიჩევული, ნიუ-იორკელი ინტელექტუალი ტერუსთვის. ერთის მხრივ, მას ნიუ-იორკში ცხოვრება არ სურდა, მეორეს მხრივ კი, ის ჯასტინის მეგობრებს ვერ ეწყობოდა. ვინაიდან წყვილი კვლავ ერთადაა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს უთანხმოება დაძლეულია.

არსებობს ქორწილის გადადების კიდევ ერთი ვერსია: ამბობენ, თავად ჯასტინმა დაითანხმა ჯენიფერი მონაწილეობა მიეღო უცნაურ შეჯიბრში - ვინ უფრო მალე მივა საკურთხეველთან - ის თუ ანჯელინა. შესაძლოა, ენისტონი თავად არ ჩქარობს, რადგან სურს, პიტსა და ჯოლის დაანახოს, რომ დამოუკიდებელი ადამიანია და საყვარელ მამაკაცთან ბედნიერად ცხოვრება ყოველგვარი ფორმალობის გარეშეც შეუძლია.

მას შემდეგ, რაც პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ენისტონმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ყველაფერი რიგზე აქვს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ქორწილს ზამთარში აპირებს,  შესაძლოა, შობისთვის, თუმცა უცნობია - სად. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთ მათგანს კომპრომისზე წასვლა მოუწევს - კალიფორნიაში 21 მლნ დოლარად შეძენილ ახალ სახლში გამართონ ქორწილი, თუ ნიუ-იორკში, სადაც საქმროს მეგობრები ცხოვრობენ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ენისტონი აშკარად ბედნიერია და მის გვერდით მართლაც ღირსეული მამაკაცია.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება